istoriuli soflebi  
  
 
 

qaSveTi

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფლების, თაგვეთისა და კოდიწყაროს შორის. ცნობილია დამპალას სახელწოდებითაც.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებიი ამ სოფელს არცერთი სახელწოდებით არ იცნობენ, არც ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში გვხვდება.

1925 წელს ქაშვეთში 29 კომლი ცხოვრობდა. აქ სახლობდენ გვარები: გოგალაძე, ციცქიშვილი, გურული, ლომიძე, ხაჩიძე, ცინაძე, მუმლაძე. სოფელი მოიშალა XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, როცა მოსახლეობა გადაასახლეს ცხრამუხაში.

ქაშვეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის 90-იან წლებშია აშენებული.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°57`06″ ჩ. გ. 43°35`17″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 800 მ
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი