axalcixis municipaliteti  
  

 

 

agara

სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აგარა, გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი). მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 955 მ. სოფელში არის საბავშვო ბაღი.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 348 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 393 198 195
2014 348 180 168

istoria

სოფელი წყაროებში მოიხსენიება 1595 წლიდან. ის ნახსენებია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში. ამ დროს სოფელი გაუკაცრიელებული იყო. 1870 წელს აგარაში სამი კომლი ცხოვრობდა.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი აგარა
კოორდინატები 41°41`39″ ჩ. გ. 43°07`48″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 955 მ
მოსახლეობა 348 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ასპინძის დროშა ასპინძის გერბი