axalcixis municipaliteti  
  

 

 

eliawminda
სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ელიაწმინდა, ანი, ჭვინთა).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდ. ლერწიანის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან, ზღვის დონიდან 1440 მ-ზე, ქალაქ ახალციხიდან 10 კმ-ის დაშორებით. 2014 წლის აღწერით სოფელში 116 მცხოვრებია.

istoria

სოფელი ისტორიული სამცხის ნაწილია. სახელი უნდა მომდინარეობდეს წმინდა ელიას ეკლესიისგან, რომელიც იქ ადრე მდგარა. 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ელიაწმინდა გაუკაცრიელებულ სოფლად მოიხსენიება. ამ დროს ის ახალციხის ლივის მზვარის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს ელიაწმინდა სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1870 წელს აქ 4 კომლი ცხოვრობდა. 1944 წელს სოფლის მუსულმანური მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს. 1949 წელს სოფელ ელიაწმინდას შეუერთდა ელიაწმინდის სასოფლო საბჭოს სოფელი ყურთუბანი.

ისტორიულ ძეგლთაგან სოფელში ერთიც არ გადარჩენილა. სოფლის ჩრდილოეთით ღრმა ტყიან ხეობაში, ქედის კეხზე, აღმართულია ერთნავიანი ეკლესია, რომელიც ცნობილია ბოწორისის სახელწოდებით.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 116 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 183 92 91
2014 116 54 62

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი ელიაწმინდა
კოორდინატები 41°42`33″ ჩ. გ. 42°57`11″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1440 მ
მოსახლეობა 116 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ასპინძის დროშა ასპინძის გერბი