სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აგარის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 მ, ახალციხიდან 22 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა აგარის მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 472 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
593 |
301 |
292 |
2014 |
472 |
242 |
230 |
eklesia
სოფელში დგას XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მცირე ზომის დარბაზული ერთაფსიდიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კედლები შიგნიდან უხეშად დამუშავებული ქვითაა ამოშენებული. შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის ფრაგმენტები. გარედან ეკლესია ჩასმულია ძლიერ ნასვრეტიან ქვის პერანგში. ნაგებობის პროპორციები დაბალია და ფართო. დასავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე გამოსახულია მოჩუქურთმებული ჯვარი, რომლის სამივე მკლავი რელიეფური ბურთულებით არის დასრულებული, საფუძველი კი უშუალოდ სარკმლის საპირეს ერწყმის.
meCeTi
სოფელში ცხოვრობდნენ მუსლიმები, რომლებიც 1944 წელს გადაასახლეს. შემორჩენილია 1927 წელს აგებული მეჩეთი. მდებარეობს ქრისტიანული ტაძრის პირდაპირ. გადმოცემის მიხედვით მეჩეთი აუშენებიათ ადიგენელ მუსლიმებს, ხურცისძესა და იორდანისძეს, რომლებიც მექაში იყვნენ მოსალოცად და უკან დაბრუნებულებმა იმ სოფელს აუშენეს მეჩეთი, რომელსაც არ ჰქონდა. 2012 წელს საყუნეთის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
|