სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში. აბული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია. იგი მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას, მდინარე ფარავნის შენაკად აბულის სათავეში ზღვის დონიდან 1960 მეტრზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 12 კმ-ით.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 535 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
627 |
|
|
2014 |
53 |
261 |
274 |
arqeologiuri Zeglebi
სოფელი განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. ფარავნის ტბის მახლობლად ნაციხარ-ნაქალაქარია: პატარა აბულის მთიდან სოფელს დასცქერის მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე - გვიანდელი ანტიკური ან ადრინდელი ანტიკური ან ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაციხარი, რომლის გალავნის გეგმა რვაწახნაგოვანია, კედლები აგებულია მსხვილი ფილებით და სისქით აღწევს 4 მეტრს, გარე კუთხეებთან აქვს კოშკები 7-8 მეტრი სიმაღლის. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.
აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“.
სოფლის სამხრეთ ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რომელსაც თავდასაცავი გალავნის კვალი ეტყობა. აქ აკრეფილი კერამიკა წინარე და ადრეფეოდალური ხანისაა.
სოფლის დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი, მოზრდილი თიხის ჭურჭელი ახალქალაქის მუზეუმშია გამოფენილი. ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. ალბათ ამავე ხანისაა ზემოთაღწერილი ნამოსახლარის გორაც.
ენათმეცნიერთა აზრით, სოფლისა და მთების ამ სახელწოდებაში შეიძლება გამოიყოს სპარსული სიტყვა „აბ“, რაც წყალს ნიშნავს, აბული კი წყლიან ადგილს. |