axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

afnia
სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გოგაშენის თემში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ახალქალაქიდან 23 კმ-ში, სოფელ გოგაშენიდან 2 კმ-ში.

1595 წელს აფნია იმ დროისთვის დიდი, 35 კომლიანი სოფელი ყოფილა. 70-იანი წლების ბოლოს იქ 8 კომლიღა ცხოვრობდა. სოფელში იყო ბენტონიტური თიხების ქარხანა.

სოფელში დგას დარბაზული ეკლესია თლილი ქვით ნაშენი, დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენით. ეკლესიას გააჩნია მხედრული წარწერა.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 111 58 53
2014 160 85 75

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი გოგაშენი
კოორდინატები 41°21`52″ ჩ. გ. 43°16`37″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1700 მ
მოსახლეობა 160 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი

ალასტანის ეკლესია