სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭობარეთის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1660 მეტრზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.
istoria
ალასტანი უძველესი ისტორიული სოფელია საქართველოში. XIII–XIV საუკუნეებში იგი იყო საუფლისწულო მამული, ქართველ მეფეთა თუ უფლისწულთა რეზიდენცია. თუ რა როლს თამაშობდა სოფელი საქართველოს ისტორიაში, წარმოდგენა შეგვექმნება, თუ გავიხსენებთ, რომ ლაშა-გიორგის ალასტანელ მეფეს ეძახდნენ. ლაშა-გიორგის გარდა ალასტანელი მეფეები ყოფილან დავით და მელქისედეკ რუსუდან დედოფლის შემდეგ. „ეტყობა მონღოლების დროს ერთი შტო ბაგრატიონთა გამეფებულა ალასტანში“ (ექვთიმე თაყაიშვილი).
ისტორიულად ალასტანი ორად იყოფოდა ზემო და ქვემო ალასტანი.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 641 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
1133 |
513 |
620 |
2014 |
641 |
313 |
328 |
eklesia
სოფლის ცენტრში დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII–XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
|