axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

azavreTi
სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ. ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ-ით.

არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1161 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1491 734 757
2014 1161 581 580

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი აზავრეთი
კოორდინატები 41°35`07″ ჩ. გ. 43°27`12″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 2100 მ
მოსახლეობა 1161 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი