სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბარალეთი, იხტილა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
969 |
|
|
2014 |
770 |
371 |
399 |
RirSesaniSnaobebi
სოფლის ცენტრში დგას XI საუკუნის ქართული ეკლესია - სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა:
„[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა.“
„ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.
სოფლის ღირშესანიშნაობებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ჯავახური დარბაზი: გოგოლაძეებისა და ბერძენიძეების დარბაზი, რომლის გვირგვინიც პირდაპირ კედლიდან იწყება.
cnobili adamianebi
1900-1902 წლებში სოფლის ექიმად მუშაობდა საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი.
|