axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

bavra

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ხოსპიოს თემი). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბულის (ფარავნის შენაკადი) შესართავთან. ზღვის დონიდან 1590 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 4 კმ-ით.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 873 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1301 624 677
2014 873 439 434

istoria

1914 წელს ალექსანდრე ფრონელი წერდა: „ბავრისა, ხულგუმოს, კარტიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძველად ქართული პროვინცია იყო“.

1933 წელს ჯავახეთში მოგზაურობისას ს. ჯიქიას ჩაუწერია: „დილით ბავრაში წავედით, მოსახლეობა - ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე ქართველები, ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე სომხები. პირველები ამბობებ არტაანიდან ვართო, მეორეები - ერზურუმიდან“.

etimologia

ამ სოფლის სახელი საინტერესოა შემდეგი თვალსაზრისით: იგი შედის ჯავახეთის ცნობილი სოფლის ხიზაბავრის შემადგენლობაში. ასევე იყო სოფელი ხიზა, რომელიც დღეს ნასოფლარია. ხიზადან და ბავრიდან გადასულებმა დააარსეს სოფ. ხიზაბავრა.

bavris eklesia

სოფლის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის ქართული ეკლესია. იგი შედარებით კარგად არის შემონახული. ეკლესიას გააჩნია რელიეფი „წმ. დანიელი ლომების ხაროში“ წარწერით „ქრისტე ადიდე სოფრონ“ და კიდევ ერთი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია იგივე სოფრონი, ადგილობრივი ფეოდალი, რომლის ბრძანებითაც აგებულია ეკლესია X-XI ს-ში. ეკლესიის ეზოში დგას წარწერიანი სვეტი, სავარაუდოდ საფლავის ქვა.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ხოსპიო
კოორდინატები 41°24`13″ ჩ. გ. 43°30`31″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1590 მ
მოსახლეობა 873 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი