axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

burnaSeTi
სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აზავრეთის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X საუკუნისა.

დაცულია ორი წარწერა (X და XII–XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე.

აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად:

„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა.“

მეორე წარწერა არის ეპიგრაფიკული საბუთი ყანის შეწირვის შესახებ (XII–XIII სს.):

„სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა. დაგიწერე მე, გიორგიმან თქუენ, ბურნაშელთა მღვდლთა. მოგეც ყანაჲ თქეროანს ჩემგან ნასყიდი.“

სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

1595 წელს სოფელი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის რაიონში. იგი 11-კომლიანი სოფელი იყო. მოხსენიებულია აგრეთვე ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 190 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 320    
1911 498    
2002 803 397 416
2014 488 244 244

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი აზავრეთი
კოორდინატები 41°35`05″ ჩ. გ. 43°28`04″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1900 მ
მოსახლეობა 488 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი