axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

filipovka
ყოფილი პატარა კარწახი - სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარწახის თემში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფელში არის ფილიპოვკის საბაზო სკოლა.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 52 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 101 51 50
2014 52 25 27

istoria

1922 წელს არტაანში მცხოვრები გლეხების 60 კომლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძეს, რათა ამ უკანასკნელს მათთვის გამოეყო საცხოვრებელი ადგილი. იმავე წლის 12 აგვისტოს მახარაძემ მათ ახალქალაქის მაზრაში გამოუყო ადგილი სოფელ პატარა კარწახში, რომელსაც მახარაძის პატივსაცემად ფილიპოვკა დაარქვეს


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კარწახი
კოორდინატები 41°14`25″ ჩ. გ. 43°18`28″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1880 მ
მოსახლეობა 52 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი