სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გოგაშენის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: გოგაშენი, აფნია) ცენტრი. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1740 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 30 კმ–ით.
istoria
„ვანის ქვაბთა განგების“ XV-XVI საუკუნეთა მინაწერების მიხედვით, როსტევან რჩეულას ძემ (რჩეულაშვილი) ვანის ქვაბთა მონასტერს შესწირა „გულარშნისა ქუეშეთ აბჯარაული ზუარი“. აბჯარაული ახლაც გოგაშენს ეკუთვნის (მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, გოგაშენის ქვევით), ამიტომ ამ მინაწერში გოგაშენი უნდა იგულისხმებოდეს. 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, გოგაშენი შედიოდა ახალქალაქის ლივის თმოგვის ნაჰიეში (რაიონი). იმჟამად ის ჭაჭკრის (იმდროინდელი სოფელი) სახნავ-სათესი ტერიტორია იყო და მარცვლეულის მოსავალზე წლიურად შეწერილი ჰქონდა 500 ახჩა.
სავარაუდოდ XIX საუკუნეში, გოგაშენი ისევ მოშენებულა. ახლა აქ 80-მდე კომლია. მაცხოვრებელთა გვარებია: ხუციშვილები, ხოსიტაშვილები, ცისკარიძეები, კოჟორიძეები, ნათენაძეები, თაქთაქიძეები, ბერიძეები.
gogaSenis eklesia
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მთავარანგელოზის XIII–XIV საუკუნეების ეკლესია. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი, მონაცრისფრო ნათალი ქვებით. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი ლილვით შედგენილი ჩარჩო შემოუყვება. ეკლესიასთან ძველი და ახალი გალავანშემოვლებული სასაფლაოა. სოფელში დგას ასევე ღვთისმშობლის ახალი, XIX საუკუნის ეკლესია, სადაც ინახება ადრეული ხანის სტელის ნატეხი. სტელის ერთ გვერდზე გამოსახულია კაცის ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელი მკერდზე აქვს მიდებული. მეორე გვერდზე შემორჩენილია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრის ქვედა მკლავი, მესამეზე კი თითქოს გველის კლაკნილი ტანია გამოსახული, მეოთხეზე — ცხოველის თავი, დაცქვეტილი სამკუთხა ყურებით. მას ყელზე შემოჭდობილი აქვს ადამიანის ხელი, რომელიც ახრჩობს. ამ გამოსახულებას ზევიდან ჯვარი აზის.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 460 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1908 |
850 |
|
|
1911 |
933 |
|
|
2002 |
349 |
172 |
177 |
2014 |
272 |
138 |
134 |
|