ადრეული სახელი კაჭიო - სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (კაჭიო, აგანა, ალათუბანი, ბეჟანო, მოდეგა, სირქვა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ, ახალქალაქიდან 24 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.
koWios eklesia
სოფელში დგას X საუკუნის ქართული დარბაზული ეკლესია. ეკლესიის კედლები და კამარა ამოყვანილია ადგილობრივი მოწითალო ფერის კარგად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადის სარკმლები, აგრეთვე ინტერიერში ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების სვეტების თავები, რომლებზედაც შუა საბჯენი თაღია ამოყვანილი, მოჩუქურთმებულია. საშენი მასალით, შესრულების მაღალი ტექნიკითა და ორიგინალური არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებით ეკლესია ჯავახეთის ხუროთმოძღვრების X საუკუნის ძეგლებს უკავშირდება. ძეგლზე იკითხება რამდენიმე მცირე წარწერა.
დასავლეთის კედელზე იკითხება:
„ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე პ(ა)ვ(ლ)ე“
ჩრდილოეთის კედლის თაღთან იკითხება:
„ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე“
ეკლესიის აბსიდზე იკითხება:
„ქ(რისტ)ე მოიხს(ენ)ე ე(უ)ლი...“
ქართული ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობს სომხური ეკლესია. ყველა არსებული საარქივო დოკუმენტი იმაზე მეტყველებს, რომ 1863 წლამდე კაჭიოში არაა სამრევლო ეკლესია. ყველაზე ადრეული ჩანაწერი, რომელშიც წმ. მინასის სახელობის სომხური ეკლესია იხსენიება, თარიღდება 1867 წლით: „...აღეშენა ქვით და დაიფარა ხით“. 1896 წელს მისი აღდგენა მოხდა.
1899 წლის ცნობილმა მიწისძვრამ ორივე ძეგლი საგრძნობლად დააზიანა. დღესდღეობით ძეგლები დაზიანებულ მდგომარეობაშია.
demolgrafia
გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის დროის კაჭიო 17 კომლიანი სოფელია, ხოლო 1870 წელს მასში ირიცხება 12 კომლი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 421 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
540 |
267 |
287 |
2014 |
421 |
211 |
210 |
|