სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ბაკურიან-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრი, ახალქალაქიდან დაშორებულია 15 კმ-ით.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 441 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
490 |
|
|
2014 |
441 |
241 |
200 |
eklesia
სოფელ კოთელიაში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია. იგი ახალქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. ეკლესიის სახურავის დასავლეთ კეხზე დადგმულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტის კვადრებით. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადზე გვხვდება მოკვეთილი ჯვრები. სამხრეთ შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთისავე ფასადზე ჩადგმულია ნაცრისფერი ქვა, რომელზეც მხედრული წარწერაა. წარწერაში მოხსენიებულია აღმშენებელი ქიშვად ავალიშვილი. ნიკო ბერძენიშვილი ამ წარწერას ასე კითხულობს:
„ქ. ამა წმიდისა კვირიკესა საყდრისა აღმშენებელსა ქიშვადს და თანამცხედრესა მეფისა ასულსა თამარს შეუნდნეს ღმერთმან. გულბადსა და მისაა მეცხედრესა მზექალს შეუნდოს ღმერთმან.“
ხელწერის მიხედვით იგი წარწერას XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს. XIX საუკუნეში ეკლესიაზე ოთხსვეტიანი სამრეკლო დაუშენებიათ.
|