axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

vaCiani
სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვაჩიანი, მურჯახეთი, ჩამძვრალა).

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ვაჩიანის ტბასთან, ახალქალაქ-კარწახის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1760 მ-ზე, ახალქალაქიდან 9 კმ-ში.

istoria

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით, ოსმალთა მიერ დაპყრობილი ჯავახეთის სოფელი ვაჩიანი შედიოდა ახალქალაქის ლივის აქშეჰირის ნაჰიეში. იქ 17 კომლი ქართველი ცხოვრობდა, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი (საზეთედ), იონჯა და იხდიდნენ გამოსაღებს - 19 500 ახჩას. 1703–1704 წლებში ვაჩიანი ექვემდებარებოდა ვინმე ჰალილს და შეწერილი ჰქონდა 6 000 ახჩა.

ვაჩიანს, როგორც ჯავახეთის მხარის ერთ-ერთ დიდ სოფელს, იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტიც (საქართველო მოიარა 1771–1772 წლებში). 1790 წელს ჯავახეთში თურქების და ლეკების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ვაჩიანის ციხე აიღო დავით ბატონიშვილმა. 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ვაჩიანი სამხრეთ საქართველოს ნაწილთან ერთად, რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროს დასახლდნენ აქ ოსმალეთიდან (არზრუმიდან) წამოსული სომხები.

ვაჩიანში ძველი ქართული ეკლესიების ნანგრევებზე აგებულია ახალი ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში აუშენებიათ სომხებს. წყობაში კარგად ჩანს ადრინდელი ხანის სტელები, „ბოლნურმედალიონებიანი“ ლოდები, ქართული წარწერათა ფრაგმენტები (ნუსხური), რომლებიც კედლებში უადგილოდაა ჩაყოლებული („ქრისტე, შეიწყალე მონა შენი ზურაბ“, „ედიშერ“...) და XIII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. 1933 წელს ნ. ბერძენიშვილს ვაჩიანთან უნახავს მოზრდილი ლოდი ქართული (ნუსხური) წარწერით, სადაც საუბარია ზაქარია ამირსპასალარის ბრძანებით ზრესკელი ბერის მიერ „ზუინაქტის“ აშენებაზე, იქვე იხსენიებიან შალვა და მისი ძმა ივანე (ახალციხელები). წარწერა XIII საუკუნით თარიღდება და ამჟამად ახალციხის მუზეუმშია დაცული. ვაჩიანის „ზემო ეკლესიის“ ირგვლივ ძველი სასაფლაოა, სადაც გვხვდება ვერტიკალურად დაყენებული ჯვრიანი ქვები და ყოჩებისა და ცხენების ფიგურები საფლავის ლოდებად.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 801 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 2 207    
2014 1 801 893 908

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ვაჩიანი
კოორდინატები 41°21`14″ ჩ. გ. 43°25`50″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1760 მ
მოსახლეობა 1801 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,9 %
ქართველები 1,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი