სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში.
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1750 მ, ახალქალაქიდან 10 კმ. ამ სახელით ორი სოფელია ცნობილი: დიდი და პატარა ხორენია. მათ ერთმანეთისგან მდინარე ფარავანი ჰყოფს. ადმინისტრაციულად პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.
demolgrafia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
666 |
325 |
341 |
2014 |
504 |
247 |
257 |
istoria
სახელწოდების თავდაპირველი ფორმა არის ხორანია და არა ხორენია, თუმცა ეს უკანასკნელი ფორმა გაჩნდა XIX საუკუნეში და დამკვიდრდა. სოფელში არის ორი ეკლესია, რომელიც შემდეგ სომხურად გადაუკეთებიათ. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წარწერები. ეკლესიას ოთხი წარწერა ჰქონია 1896 წელს, როდესაც ივანე როსტომაშვილს უმოგზაურია იქ. ყველაზე მთავარი წარწერა მოთავსებული ყოფილა სახურავზე. ეტყობა მოგვიანებით აიტანეს იგი იქ. შემდეგ, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოიარა ჯავახეთი, წარწერა ვეღარ ნახა, რადგან სახურავი გადაეგდოთ უკვე. მეორე ქართული ეკლესია მცირე ზომისაა. წარწერები ძალითაა წაშლილი.
|