axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

zakvi
სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბალხო, ბუღაშენი, გომანი, ზაკვი, თირკნა, ოლავერდი).

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, სამსარის მთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალქალაქიდან 16 კმ-ში. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა.

istoria

ზაკვი მდებარეობს ისტორიულ ზემო ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის ნაჰიეში. მაშინ იქ ქართველების 7 კომლი ცხოვრობდა. მისდევდნენ მემინდვრეობას (ხორბალი, ქერი, ჭვავი), მესაქონლეობას (ცხვარი, ღორი), მებოსტნეობას, მეფუტკრეობას, მოჰყავდათ სელის თესლი (საზეთედ) და გადასახადის სახით იხდიდნენ 10 000 ახჩას. 1705–1706 წლებში ზაკვი წარმოადგენდა ვინმე მეჰმედიის ზეამეთს (საკარგავს), საიდანაც მას 21 630 ახჩა შემოსავალი ჰქონდა.

1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ზაკვი ჯავახეთთან ერთად რუსეთის იმპერიაში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ერზერუმიდან გადმოასახლა სომხები. საბჭოთა პერიოდში შედიოდა არაგვის სასოფლო საბჭოში, მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.

სოფელში ძველი ქართული ნაეკლესიარის ადგილზე ახალი მოზრდილი სომხური ეკლესია აშენდა. ეზოში დგას ქვაჯვარის ბაზისი. აქედანვეა წაღებული მეორე ბაზისი და ჯვრიანი ქვები, რომლებიც სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარზე გადაუტანიათ. სოფლის სამხრეთით, მდინარის მარცხნივ, კლდეში, გამოქვაბულია, რომელსაც ადრე სამალავად იყენებდნენ.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 386 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 785    
2014 386 190 196

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ზაკვი
კოორდინატები 41°30`17″ ჩ. გ. 43°30`07″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1700 მ
მოსახლეობა 386 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი