borjomis municipaliteti  
  

 

 

daba
სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ზე. ბორჯომიდან დაშორებულია 11 კმ-ით, წაღვერიდან - 3 კმ-ით. სოფელში არის რკინიგზის სადგური.

istoria

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რომლებიც 4 500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 238    
2014 194    

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°48`41″ ჩ. გ. 43°26`56″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე
1025 მ
მოსახლეობა 194 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი  

 

 

ბორჯომის დროშა ბორჯომის გერბი