borjomis municipaliteti  
  

 

 

qvabisxevi
სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში. მდებარეობს მდინარე ქვაბისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ბორჯომიდან 21 კილომეტრი., დვირიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა-მებოსტნეობა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 480    
2014 429    

qvqbisxevis eklesia

სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი - პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.

შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი დვირი
კოორდინატები 41°46`31″ ჩ. გ. 43°14`45″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 980 მ
მოსახლეობა 429 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი + 995
საფოსტო ინდექსი  

 

 

ბორჯომის დროშა ბორჯომის გერბი