სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის თემში), მდინარე ბორჯომულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1020 მეტრი, ბორჯომიდან 7 კილომეტრი. სოფლის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - XV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. სოფელში არის მიწისქვეშა სუბთერმული მინერალური წყალი.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 325 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
324 |
|
|
2014 |
325 |
|
|
istoria
სოფელი ისტორიულ თორში მდებარეობდა, შემდეგ გუჯარეთისხევის ცენტრი გამხდარა. VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში „აშხარაცუიც“ იხსიენიება თორი და გუჯარეთისხევი. სოფლის ირგვლივ მდებარე ნოყიერი საძოვრების არსებობამ და ძამის, ტანის, თრიალეთის, ტაბაწყურ-ნარიანისა და გუჯარეთისწყლის ხეობებით მომავალი ურთიერთგადამკვეთი გზების ხელსაყრელმა თავმოყრამ განაპირობა გუჯარეთის დაწინაურება.
ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს ერთი გუჯარეთი, 1917 წლამდე რუკებზე კი აღნიშნულია 2 გუჯარეთი - დიდი და პატარა. ამ რუკების მიხედვით, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ირგვლივ დიდი გუჯარეთის ნასოფლარია, თანამედროვე გუჯარეთი კი პატარა გუჯარეთის ადგილასაა. დღევანდელ გუჯარეთში ღვთისმშობლის ძველი ეკლესიის ბუდეღაა დარჩენილი.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია სოფლის დასავლეთით, ხევგაღმა შემაღლებულ ადგილზე დგას. ძეგლი ნაგებია უხეშად გათლილი რუხი მოჟანგისფრო ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით პილასტრების ერთი წყვილია, მასზე ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღი. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. შემორჩენილია ეკლესიის დანგრეული გალავანი, რომლის ახლოს ნასოფლარია. ტაძარი XIX საუკუნეშია აღდგენილ-გადაკეთებული, შენობის ქვედა ნაწილში ჩაყოლებული დიდი ზომის ქვები და გალავანი კი ყველაზე ადრინდელი ფენა უნდა იყოს. ეკლესიის პროპორციების, სარკმელთა გაფორმების და სამშენებლო ხელოვნების მიხედვით ეკლესია XVI–XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.
|