სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ყვიბისის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 940 მ-ზე, ბორჯომიდან 6 კმ-ში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
247[4] |
2014 |
118 |
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
254 |
|
|
2014 |
235 |
|
|
სახელწოდება „ვარდგინეთი“ ბორჯომის ხეობაში ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება. ძველ თორში, რომლის ნაწილს შეადგენდა ხეობა, იყო ვარდის სოფელი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში და რუკაზეც თორის ციხისჯვართანაა აღნიშნული. ვარდის სოფელი ასევე შეტანილია იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“.[2]
სოფლის სახელი „ვარდგინეთი“ ახალია და იგი XIX საუკუნეში აქაურ მოახალშენეებს შეურქმევიათ ძველი ნასახლარისათვის: ქართულ „ვარდ“ სიტყვას დართვია ოსური „-გინა“ სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული „-ეთ“ სუფიქსიც მიმატებია.[2][3]
სოფლის განაპირას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევია. იგი კლდის ლოდებით ნაშენი ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ემჩნევა ხშირი გადაკეთების კვალი. ირგვლივ ძველი და ამჟამადაც მოქმედი სასაფლაოა. საფლავებს შორის ხუთამდე მეტ-ნაკლებად დანგრეული, მცირე ზომის ქვის კონუსური ნაგებობაა, მათ გვირგვინ-ერდოიანი გადახურვა ჰქონდათ. ეკლესია და სასაფლაო ამ შენობათა დანგრევის შემდგომ დროს — განვითარებული ფეოდალიზმის ხანას — უნდა ეკუთვნოდეს.
|