სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე, ბორჯომიდან 33 კმ-ში, წაღვერიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 19 კმ-ში. 2014 წლის აღწერით მუდმივი მოსახლეობა არ არის. სოფლის მიდამოებში არის მინერალური წყარო (ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი ჯგუფი).
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
0 |
|
|
2014 |
0 |
|
|
istoria
სახელწოდება „ვარდგინეთი“ ბორჯომის ხეობაში ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება. ძველ თორში, რომლის ნაწილს შეადგენდა ხეობა, იყო ვარდის სოფელი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში და რუკაზეც თორის ციხისჯვართანაა აღნიშნული. ვარდის სოფელი ასევე შეტანილია იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“.
სოფლის სახელი „ვარდგინეთი“ ახალია და იგი XIX საუკუნეში აქაურ მოახალშენეებს შეურქმევიათ ძველი ნასახლარისათვის: ქართულ „ვარდ“ სიტყვას დართვია ოსური „-გინა“ სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული „-ეთ“ სუფიქსიც მიმატებია.
სოფლის განაპირას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევია. იგი კლდის ლოდებით ნაშენი ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ემჩნევა ხშირი გადაკეთების კვალი. ირგვლივ ძველი და ამჟამადაც მოქმედი სასაფლაოა. საფლავებს შორის ხუთამდე მეტ-ნაკლებად დანგრეული, მცირე ზომის ქვის კონუსური ნაგებობაა, მათ გვირგვინ-ერდოიანი გადახურვა ჰქონდათ. ეკლესია და სასაფლაო ამ შენობათა დანგრევის შემდგომ დროს - განვითარებული ფეოდალიზმის ხანას - უნდა ეკუთვნოდეს.
|