სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომის ხეობაში, მდინარე ყვიბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბეშეთი, ვარდგინეთი, ზანავი, კორტანეთი, რველი). ზღვის დონიდან 900 მეტრი, ბორჯომიდან 6 კილომეტრი.
istoria
სოფელ ყვიბისის შესახებ ცნობები XV-XVI საუკუნეებიდან მოგვეპოვება. 1443 წლის 30 ნოემბერს ვარამ დიასამიძე შეწირულების წიგნს აძლევს მცხეთის სვეტიცხოველს და მის საჭეთმპყრობელს ქართლის კათალიკოსს შიოს (1440-1446 წწ.). ამ შეწირულების წიგნში ვკითხულობთ:
„ქ. ესე წიგნი... გკადრე. . (მცხეთის) და... ქ კზს შიოს... ჩუენ დიასამიძემან ვარამ და ჩემთა შვილთა ავთანდილ და დიასამ... მას ჟამსა, ოდეს ეშმაკისა ცთუნებითა... ასეთი რამე სასჯულო საქმე წამეკიდა, რომე თქუენ გამიწყერით... და საპატიჟოდ ყუიბის (ყვიბისს) ერთი გლეხი მოგახსენე მისითა მამულითა... ქ კსა: რლა: ნოემბერსა :ლ:...“
1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ყვიბისი დაცარიელებულია და სოფელს შეწერილი აქვს 10000 ახჩა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1527 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
1771 |
|
|
2014 |
152 |
|
|
RirSesaniSnaobebi
|