ninowmindis municipaliteti  
  

 

 

dilifi
ადრეული სახელები დილითი, ისტ. დლივი - სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დიდი გონდრიო).

მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 16 კმ-ით.

სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

istoria

სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X–XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“. X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებს – ბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.სოფლის მახლობლად აღმოჩენილია სასანური და არაბული მონეტების განძი.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1 233 მცხოვრებია, ძირითადად ეთნიკური სომხები.

წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1528 757 771
2014 1098 553 545

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გონდრიო
კოორდინატები 41°16`36″ ჩ. გ. 43°28`12″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1850 მ
მოსახლეობა 1098 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი