ninowmindis municipaliteti  
  

 

 

foka
სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა). მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1176 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი.

istoria

ფოკა პირველად იხსენიება XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენდნენ.

demorafia

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2007
2014 1176

RirSesaniSnaobebi

ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში რი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში - ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.

fokis ganZi

1979 წელს ფოკაში აღმოჩნდა XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემს. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით. ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

religia

სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლისღება.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ფოკა
კოორდინატები 41°23`48″ ჩ. გ. 43°47`32″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 2080 მ
მოსახლეობა 1176 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,6 %
ქართველები 1,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი

ფოკის წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკის განძი