ninowmindis municipaliteti  
  

 

 

ganZani

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (განძანი, საღამო). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე მდინარე ფარავნის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 2020 მ. ნინოწმინდიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

istoria

განძანი სოფლის ისტორიული სახელია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის შედგენის დროს განძანი და, საერთოდ, აკშეჰირის ნაჰიჲეს ამ მონაკვეთზე რიგი სოფლებისა გაუკაცრიელებულია. 1847 წლის არქივისეულ ერთ საბუთში განძანში, როგორც შედარებით ახალ გაშენებულ სოფელში, 28 კომლია აღრიცხული. საბჭოთა პერიოდში განძანის სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფლები ფოკა და ვლადიმიროვკა. სოფელში მოქმედებდა მეხორცეობა-მერძევეობის მეურნეობა.

ganaTleba da kultura

სოფელში დგას ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი. ყოველი ივლისის ბოლო კვირას აღინიშნება ვაჰან ტერიანის პოეზიის დღე. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 91 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002  
2014 2558

RirSesaniSnaobebi

სოფელში შემორჩენილია საკმაოდ კარგად შენახული XIV საუკუნის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლის შალვას მიერ აშენებული ორი ქართული ეკლესია. ორივე ეკლესია ერთნავიანია, ნაშენია თლილი ქვით, გადახურულია ორფერდა სახურავით, აქვს თითო კარი სამხრეთიდან. ეკლესიებზე შემორჩენილია ორ-ორი ასომთავრული წარწერა. როგორც წარწერებიდან ჩანს, ეკლესიები აშენებულია ნიკოლასძეთა მიერ. განძის ზედა ეკლესიის წარწერა ივანე როსტომაშვილს სრულად უნახავს, მაგრამ შემდეგ ვიღაცას დაუზიანებია. ზედა ეკლესიას აქვს მეორე წარწერაც, რომელიც შედარებით მაღლაა და უკეთ შენახულა. მეორე, ქვედა ეკლესია შედარებით მომცრო ზომისაა, ორი წარწერა აქვს. ეს ეკლესია ღვთიმშობლის სახელობისაა. მის ერთ წარწერაზე ვარსკვლავი ამოუხატიათ და ამოუშლიათ. ივანე როსტომაშვილის ცნობით ეკლესიებთან ერთად შემორჩენილი იყო ასევე ერთი ციხე.

სოფელში ასევე არის 1858 წელს აშენებული წმინდა კარაპეტის სახელობისა სომხური ეკლესია.

განძანის ეკლესია (XII-XIII საუკუნეები) და განძანის ეკვდერიანი ეკლესია.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი განძანი
კოორდინატები 41°20`55″ ჩ. გ. 43°44`56″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 2020 მ
მოსახლეობა 2558 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი