ninowmindis municipaliteti  
  

 

 

saRamo
სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, განძანის თემში. მდებარეობს საღამოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სოფელ საღამოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 66 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 82 32 50
2014 66 31 35

saRamos eklesiebi

საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული.

3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.

თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია.

მესამე სამხრეთის ეკლესიაც XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული.

მთაზე აღმართული ეკლესია განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია.

დავით მეფეთა მეფის (1247-1270) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:

„ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი განძანი
კოორდინატები 41°18`46″ ჩ. გ. 43°45`32″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1986 მ
მოსახლეობა 153 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი