ninowmindis municipaliteti  
  

 

 

Toria
სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ნინოწმინდიდან 15 კმ–ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

RirSesaniSnaobebi

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მნიშვნელოვანია სოფლის თავზე, მთაზე არსებული ციკლოპური ციხის ნაშთები. შემორჩენილია კედლები. შეიმჩნევა რთული კომპლექსი. იმავე მთაზე არის სამლოცველო, რომელშიც ძველი საკურთხეველია.

სოფელში ყოფილა ქართული ეკლესია, რომლის დუღაბიღა შემოგვრჩა. ერთი საბუთით (ს. ჯიქია) 1847 წელს თორიაში ჯერ კიდევ არავინ ცხოვრობდა. ე.ი. ეკლესია იდგა. დაანგრიეს იგი და მისი ქვებით ააშენეს ახალი წმ. დომინიკეს სალოცავი. კედლებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ქართული ეკლესიის ძველი დამუშავებული ქვები. იქვეა ქართული სასაფლაოს ქვა.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ეშტია
კოორდინატები 41°22`09″ ჩ. გ. 43°34`28″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1880 მ
მოსახლეობა 401 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი