სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ფოკის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 35 კილომეტრით. 2014 წლის მონაცემებით სოფელ ვლადიმიროვკის მოსახლეობა შეადგენს 137 ადამიანს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 691 ადამიანი, ძირითადად კათოლიკური მრწამსის სომხები, რომელთაც ადგილობრივად „მშეცებს“ ან „ფრანგ-მშეცებს“ უწოდებენ (თავდაპირველი საცხოვრისისა და აღმსარებლობის მიხედვით).
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
174 |
2014 |
137 |
istoria
სოფელი ვლადიმიროვკა დააარსეს 1841 წელს ახალქალაქის მაზრაში რუსეთის იმპერიის მთავრობის მიერ ჩამოსახლებულმა დუხობორებმა, რომლებიც აქ 1990-იანი წლების დასაწყისამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ მათი ადგილი დაიკავეს ეშტიიდან და ფოკიდან გადმოსულმა სომხებმა. დუხობორების გადმოსახლებამდე ამ ადგილს ბობლიკანს ან პუბლიკანს უწოდებდნენ.
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 0,5 კმ-ზე, გორაკზე, შემორჩენილია ნასოფლარი - მშრალი წყობით ნაგები მცირე სიმაგრე, ჯვრებიანი და მშვილდოსანი კაცის გამოსახულებიანი საფლავის ქვები, 1,1 მ სიმაღლის მენჰირი, იქვეა ნაეკლესიარიც (შემორჩენილია ტრაპეზის ქვა). ეს უნდა იყოს XI საუკუნის მეორე მეოთხედში მელქისედეკ კათოლიკოსის მიერ დაარსებული სოფელი მახაროვანი, რომელსაც იხსენიებს „მატიანე ქართლისა“, ბაგრატ კურაპალატის გუჯრის ნაწყვეტი (1040 წ.) და „დაწერილი მელქისედეკ კათოლიკოსისა სვეტიცხოვლისადმი“ (აქ გვხვდება მახარონის ფორმით; 1029-1033 წწ.). გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის (1595) მიხედვით ფარავნისპირა სოფელი მახარო უკვე გაუკაცრიელებული ყოფილა. გეოგრაფიული პუნქტი „მახარა“ დატანილია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.). ამ ადგილებიდან მიდიოდა ძველი გზა სოფელ აბულისაკენ, გზის ორსავე ნაპირზე ყორღანები ჩანს. აბულის ციხის ჩრდ-ით გამავალი ეს გზა აღნიშნულია რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის (ახ. წ. IV ს.) რუკაზე
|