სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის ნაპირებზე, ნინოწმინდიდან 5 კმ, ახალქალაქიდან 10 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 487 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
|
2014 |
487 |
RirSesaniSnaobebi
სოფელში მდინარე ფარავანზე გადებულია XII საუკუნის ხუთთაღიანი ტონთიოს ხიდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. გადმოცემის მიხედვით ხიდზე იყო ქართული წარწერა. სოფელში არის XI საუკუნის 30-იანი წლებით დათარიღებული ეკლესია. მისი სამხრეთ კარის თავზე დევს გრძელი ქვა, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა. ასევე წარწერაა ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ფანჯრის ქვეში. წარწერებზე მოხსენიებულნი არიან საქართველოს მეფე გიორგი I და კათალიკოს-პატრიარქები მელქისედეკ I და იოანე V ოქროპირი.
„ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი.“
„ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოსი და შეეწიე დღესა ამას ამინ.
|