saqarTvelos cxovelebi - Sveli evropuli

დომენი: ევკარიოტები
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ზერიგი: ჩლიქოსნები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი: მცოხნელები
ოჯახი: ირმისებრნი
გვარი: შველები
სახეობა: შველი ევროპული
საერთაშ. სამეცნიერო სახელი: Capreolus capreolus

 

წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველი ნადირობის ობიექტია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. მომრავლება მრავალ ადგილას არის შესაძლებელი და დიდი სარგებლობა მოაქვს. იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, მამალს რქები 3 (ზოგჯერ 4), დედალი ურქოა. გავრცელებულია ევროპაში, წინა აზიის დასავლეთით, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე სამხრეთ ციმბირის მთებში, მონღოლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებსა და კარგად განვითარებულ ქვეტყეს.

შველის რეპროდუქციული სისტემის აქტივაცია ხდება ზამთარში, დღის სინათლის მომატებისას, ხოლო სხვა ირმისებრებში ზაფხულის დასაწყისში, დღის სინათლის შემცირებისას. მომწიფებული ფოლიკულები გვხვდება საკვერცხეები მდედრებში მაისიდან ნოემბრამდე. სათესლეების წონა და მოცულობა ზრდასრულ მამრებში ზამთარში საშუალოდ 5-10 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში; მაქსიმალური მაჩვენებლებს მიაღწევს ივლისში. მას შეწყვილების შემდეგ სპერმატოგენეზი ჩერდება, თუმცა განაყოფიერება თეორიულად შესაძლებელი რჩებაქტომბრის ბოლომდე. ზოგადად, შველის გამრავლება ფიზიოლოგიურად შესაძლებელია მაისიდან დეკემბრამდე, მაგრამ ამ პერიოდის დასაწყისში და ბოლოს რთულია მდედრების ორსულობისა და ლაქტაციის გამო, და სპერმატოგენეზის პროცესის შეწყვეტის გამო მამრებში, შესაბამისად.

შეწყვილება

შეწყვილება როგორც წესი, ხდება ივლისსა და აგვისტოში. ამ დროისათვის, მამრების რქები მთლიანად ძვალდება და კანის კისერზე და ტაბის წინა ნაწილზე სქელდება. შეწყვილების დასაწყისის დროს აქვს ტენდენცია გადაინაცვლოს შემდეგ თარიღებზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, და დამოკიდებულია ზღვის დონიდან სიმაღლეზე. მაგალითად, ავსტრიაში დაბლობ ადგილებში შეწყვილება ხდება 20 ივლისიდან 7 აგვისტომდე, მთაგორიან ადგილებში 25 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მთაში 3-დან 20 აგვისტომდე. ევროპული შველის მდედრები მონოესტრალურები არიან; მძუნაობის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 36 საათის განმავლობაში. ზრდასრული მდედრების მხოლოდ მცირე ნაწილი და არასრულწლოვნებს ეწყებათ მძუნაობა მოგვიანებით, სექტემბრიდან დეკემბრამდე.

შეწყვილება იწყება ტყისპირეთში, მეჩხერ ტყეებში, ზოგჯერ ბუჩქნარებში, ხეობებში და მდელოებში, თუმვა, შეწყვილების შუაგულში შვლებს ავიწყდებათ სიფრთხილე და დარბიან ყველგან. ტერიტორიული სისტემა შეწყვილების დროს მთლიანობაში არ ირღვევა, რადგანაც მდედრის ბინადრობის უბანი როგორც წესი, მამრის ტერიტორიის ფარგლებშია. შეწყვილების დროს მამრები თითქმის წყვეტენ კვებას და აქტიურად დასდევენ მძუნაობაში მყოფ მდედრებს. მამრები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მდედრებს ექცევიან საკმაოდ აგრესიულად რქების დარტყმის ჩათვლითაც კი. თავდაპირველად, მამრი და მდედრი დარბიან დიდი წრეებზე; თანდათან წრეები ვიწროვდება, და მდედრი იწყებს სირბილს ერთი ხის, ბუჩქის ან ორმოს გარშემო, მოთელავს დამახასიათებელი ბილიკს რვიანის ან 1.5-6 მ დიამეტრიანი რგოლის სახით. და ბოლოს, მდედრი ჩერდებადა საშუალებას აძლევს მამრს და გააკეთოს რამდენიმე ჩაჯდომა, რის შემდეგაც ორივე ჩაწვება.

ბუნებრივ პირობებში, მდედრს, როგორც წესი, სდევნის ერთი ზრდასრული მამრი, ძალიან იშვიათად 2 ან მეტი. მამრი ჩვეულებრივ სდევნის ერთ მდედრს, იშვიათად 2-3. ერთ შეწყვილებაზე მამრმა შეიძლება გაანაყოფიეროს 5-6-მდე მდედრი. მდედრმა შეიძლება ირჩიოს გარკვეული მამრი და შეწყვილდეს მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა, მტკივე წყვილს შველი არ ქმნის.

ორსულობა და მშობიარობა

შველი ერთადერთი ჩლიქოსანია, რომელსაც აქვს ორსულობის ლატენტური პერიოდი. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მორულის სტადიაზე აღწევს საშვილოსნოში, სადაც ის სწრაფად აღწევს ბლასტოციტის სტადიას. ამის შემდეგ, დროს 4,5-4 თვის განმავლობაში (იანვრამდე) ემბრიონი თითქმის არ ვითარდება. გვიან შემოდგომაზე განაყოფიერებულ შველს ლატენტური პერიოდი არა აქვს. იმპლანტაცია როგორც წესი, ხდება იანვარში, რასაც მოჰყვება ემბრიონის სწრაფი ზრდა. მდედრი ამ დროს იწყებს მოქცევას ფრთხილად, ნაკლებად  დარბის და თითქმის არ აკეთებს დიდ ნახტომებს. ემბრიონულ; ი დიაპაუზა თამაშობს ადაპტაციურ როლს, რადგანაც მისი არარსებობისას მშობიარობა დაემთხვეოდა ზამთარში.

ორსულობა გრძელდება 264-დან 318 დღემდე, შობს 1-2 ნუკრს, გვიან შემოდგომით შეწყვილებისას მცირდება 5 თვემდე; ჩრდილოეთ რეგიონებში და მაღალმთიან რაიონებში უფრო ხანგრძლივია. შთამომავლობა იბადება აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე. მშობიარობის საშუალო ვადა გადაინაცვლებს უფრო გვიან თარიღებზე სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და ბარიდან მაღალმთიან რაიონებისკენ. მშობიარობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მდედრი იკავებს თავის სამშობიარო უბანს, აგრესიულად აგდებს თავისგან სხვა შვლებს. მშობიარობა ხშირად ხდება ერთსა და იმავე ადგილას წლიდან წლამდე; ზოგჯერ, უბანზე მოსახვედრად მდედრს უხდება რამდენიმე კილომეტრის გავლა. სამშობიაროდ ყველაზე მიმზიდველია ტყისპირი, ბუჩქნარი და მდელო მაღალი ბალახეულით, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარს და უხვად საკვებს. მაგალითად, შვეიცარიაში მდელოებზე იბადება 74% შვლის ნუკრები, ტყეში - 23%, მინდვრებში - მხოლოდ 3%. ჩვეულებრივ, მშობიარობა ხდება დღის ნათელ პერიოდში.

ნუკრები

მშობიარობისას იბადება 2 (იშვიათად 1 ან 3) ნუკრი წონით 1-1.7 კგ, დაფარული არიან ბეწვით და აქვთ მხედველობა. პირველი მშობიარობისას მდედრი, როგორც წესი, მხოლოდ ერთ ნუკრს აჩენს; ძალიან ხანდაზმული მდედრები ასევე აჩენენ ერთ ნუკრს. არის შემთხვევები, როდესაც მდედრში აღმოჩენილი იყო 4-5 ემბრიონი, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი შემდგომში გაიწოვებოდა. ნორმალური სქესობრივი თანაფარდობა ახალშობილებში 1: 1; არახელსაყრელ პირობებში (ცუდი კვება) ეს თანაფარდობა მკვეთრად იხრებოდა მამრებისაკენ, ხოლო ანსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში - მდედრებისაკენ.

ცხოვრების პირველ თვეებში ნუკრები პრაქტიკულად უმწეო არიან და დიდ დროს ატარებენ თავშესაფრებში დამალული 200-300 მეტრზე ერთმანეთისგან; დედა იკვებება და ისვენებს მათგან მოშორებით, თუმცა, ახლომახლოს. ხალებიანი შემნიღბავი შეფერილობა და კანის ჯირკვლების განუვითარებლობა, რის გამოც არ ტოვებენ ძლიერი სუნს, გაფანტულობასა და დამალვასთან ერთად საშუალებას აძლევს ნუკრებს დაემალონ მტაცებლებს. დამალვის პერიოდი გრძელდება 2,5-3 თვე. ახალი მძუნაობის დასაწყისამდე ნუკრები საკმაოდ დამოუკიდებელი  არიან და შეწყვილების მთელ პერიოდში დახეტიალობენ დედებიგან დაშორებით, და ხელახლა შეუერთდებიან მათ შეწყვილების დასასრულს და შემდგომ მშობიარობამდე. სექტემბრისათვის, როდესაც ბეწვის გამოცვლის შემდეგ მდედრებს გაუჩნდებათ თეთრი "სარკე" ოჯახის წევრების ქცევა სინქრონიზებული ხდება ისინი ერთად ძოვენ, წვებიან და გაურბიან საფრთხეს. მდედრების სოციალური კავშირები წამოხრდილ შთამომავლობასთან ირღვევა მხოლოდ 2-4 კვირით ადრე ახალი თაობის დაბადებამდე.

პირველი 2-3 კვირა მდედრი კვებავს თავის ნუკრებს 5-9 ჯერ დღეში; შემდეგ 2-4-დან (მეორე თვე) 1-2-ჯერამდე დღეში. შველის რძე გამოირჩევა ცხიმის და საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობით: 9.6% ცხიმი და 9.2% ცილა შედარებით ძროხის რძესთან 3.7% და 3.3%. დაბადებიდან 5-10 დღის შემდეგ ნუკრები იწყებენ ვეგეტარიანული საკვების გასინჯვას, 1.5-2 თვიდან მოიხმარენ მას რეგულარულად. ლაქტაცია, როგორც წესი, წყდება აგვისტოში და მხოლოდ იშვიათად გრძელდება ოქტომბერ-დეკემბრამდე.

ნუკრები იზრდებიან სწრაფად და შემოდგომაზე მათი წონა შეადგენს მოზრდილი შვლის წონის 60-70%-ს. მდედრები სქესობრივად მწიფდებიან სისცოხლის პირველივე წელს.  თუმცა, ერთწლიანი ცხოველები ძალიან იშვიათად მონაწილეობენ გამრავლებაში სოციალური უმწიფრობის გამო და მამრებში გვიან შემოდგომაზე სპერმატოგენეზის შეწყვეტის გამო; ამდენად, უმრავლესობა მდედრები პირველ შთამომავლობას იძლევიან 2 წლის ასაკში. მამრი შვლები სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წლის დასაწყისში, თუმცა ტესტოსტერონის მომატება და სპერმატოგენეზის პირველი სტადიები პირველად ფიქსირდება მათში ჯერ კიდევ 6-7 თვის ასაკში.   თუმცა, ახალგაზრდა მამრები ჩამორჩებიან მოზრდილებს ფიზიკურ განვითარებაში და გამრავლებაში მონაწილეობას იწყებენ მხოლოდ 3-4 წლის ასაკში.

კვება

შვლის რაციონი მოიცავს დაახლოებით 900 სახეობის მცენარეს; უპირატესობას აძლევენ ადვილად მოსანელებელ მცენარეულ საკვებს, მდიდარს საკვები ნივთიერებებით და წყლით. ყველაზე სასურველია მცენარეთა ახალგაზრდა ნაწილები უჯრედისი დაბალი შემცველობით). გარკვეული მნიშვნელობა აქვს მცენარეში დუბილური და მინერალური ნოვთიერებების და ვიტამინების არსებობას. მცენარეების მშრალი და ძლიერ გახევებული ნაწილებით, მყარი მარცვლოვნებით და ისლით, ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი მცენარეებით საპონინი, ალკალოიდები, გლიკოზიდები და ფენოლები), როგორც წესი, არ იკვებებიან ან უხალისოდ იკვებებიან. რაციონის შემადგენლობა დამოკიდებულია საცხოვრებელ გარემოზე, სეზონზე, საკვების ხელმისაწვდომობაზე და სიუხვეზე და ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც მოიცავს საშუალოდ 130-250 მცენარეთა სახეობებს თითოეული ძირითად რეგიონში.

ყველაზე მეტ წილს (54-55%) შვლის საკვებ  რაციონს შეადგენეს ორწილოვანი ბალახოვანი მცენარეები; მეორე ადგილზე არიან ხისებრი ჯიშები - ხეები, ბუჩქნარები და ნახევრადბუჩქნარები 25%); მესამეზე ერთწილოვანი ბალახოვანი მცენარეები 15%); და მხოლოდ 5% შეადგენენ სხვა ჯგუფების მცენარეები: ხავსები, ლიქენები, პლაუნები, გვიმრა, სოკო. ორწილოვანი ბალახოვან მცენარეებს  ჭამენ ძირითადად ზაფხულში, და ერთწილოვანს - ზამთარში. ტყის შვლები უფრო ხშირად გამოიყენებენ საკვებად ხისებრ ჯიშებს, მინდვრის შვლები - ბალახოვან მცენარეულობას. ხეებიდან და ბუჩქნარებიდან შვლები ყველაზე მეტად ეტანებიან ვერხვს, ტირიფს, ალვას, იფანს, ცაცხვს, არყის ხეს, მუხას, წიფელს, რცხილას, ცხრატყავას, ფრანგულას და ხეჭრელას. ბალახებს, რომლებსაც ჭამს შველი, მიეკუთვნება სხვადასხვა მარცვლოვნები, მატიტელა, წყალნაწყენი, თავსისხლა, წყალიკრეფია, დიყი, ანგელიკა, მჟაუნები. უყვარს წყლის მცენარეები წყლის სამყურა, კოთხუჯი, ფრთათეთრა), რისთვისაც მიდიან ჭაობებში და ტბებზე. ხალისით ჭამენ კენკრას და წვნიან ხილს (ლურჯი მოცვი, მოცვი, მარწყვი, ქაცვი, ასკილი, ჩადუნა, კუნელი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი) ასევე წიფლის თხილს, რკოს და წაბლს ხშირად ჭამენ სამკურნალო მცენარეებს, კერძოდ აბზინდას, რომელიც, როგორც ჩანს, საჭიროა მათთვის, როგორც პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება. ზოგჯერ, მათთვის უვნებლად ჭამენ შხამიან მცენარეებს: აკონიტს, შმაგას, მაჯაღვერას, ხარისთვალს, ბაიას, ძალყურძენას სახეობებს და ასე შემდეგ. მინდვრის შვლები ზოგჯერ მოიხმარენ საკვებად ნაცრით დაზიანებულ სიმინდს.

მინერალების ნაკლებობის შესავსებას, შვლები ეწვევიან ხოლმე მარილიან ნიადაგებს, ან სვამენ წყალს მინერალური მარილებით მდიდარი წყაროებიდან. ორსულობის და ლაქტაციის დროს მდედრებში და მამრებში რქების ზრდის პერიოდში მოთხოვნის მინერალურ ნივთიერებებზე მოთხოვნილება იზრდება 1.5-2 ჯერ.

წყალს იღებენ ძირითადად მცენარეული საკვებიდან, მაგრამ ახლომახლოს წყალსაცავების არსებობისას რეგულარულად მოინახულებენ მათ; ზოგჯერ ზამთარში ჭამენ თოვლს. ყოველდღიური წყლის მოთხოვნილება დაბალია, დაახლოებით 1,5 ლიტრი დღეში.

კვების სეზონური თავისებურებები

ზამთარში რაციონი ყველაზე ნაკლებას მრავალფეროვანია. საკვებად ძირითადად გამოიყენება ხეების, ბუჩქების და ბუჩქნარების ყლორტები და კვირტები, ასევე, გამხმარი ბალახი და დაუცვენელი ფოთლები. მოსავლიან წელიწადში შვლები დიდი რაოდენობით ჭამენ რკოებს, წიფლის თხილს და წაბლს, თხრიან მათ თოვლიდან. გადიან მინდვრებზე რომ იკვებონ თივით და სოფლის მეურნეობის მოსავლის აუღებელი ნარჩენებით სიმინდი, იონჯა, შაქრის ჭარხალი და კარტოფილი. საკვების ნაკლებობისას თხრიან თოვლიდან ხავსს და ლიქენებს. ღრმა თოვლის დროს ზოგჯერ იძულებული არიან გადავიდნენ ფიჭვის, ნაძვის და ღვიის წიწვებით კვებაზე. კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება დაღრღნან ხეების ქერქი, თუმცა, როგორც წესი, ამას ერიდებიან.

გაზაფხულზე იწყებენ ნალღობების ძებნას, სადაც ამოდის ახალი ბალახი, ამავე დროს აგრძელებენ კვირტებით, ყლორტებით და ხმელი ფოთლებით კვებას. მინდვრებში იკვებებიან გამოზამთრებული მარცვლეული კულტურებით, იონჯით, სამყურა და ამოზრდილი სარეველა ბალახებით.

ზაფხულში კვება ყველაზე მრავალფეროვანია. დიდი მნიშვნელობა იძენენ ტყის შვლის რაციონში ორწილოვანი ბალახოვანი მცენარეები, ნაკლებად ფოთლოვანი ჯიშის ხეები. მიონდვრის შვლები ჭამენ მინდვრებში სიმინდს, იონჯას, სამყურას, ხორბალს, შაქრის ჭარხალს.

შემოდგომობით შვლები დიდი რაოდენობით ჭამენ თესლს და ნაყოს, რაც მათ საშუალებას აძლევს დააგროვონ ენერგიის რეზერვების ზამთრისთვის. ტყის შვლის საკვებში იზრდება ერთწლიანი მცენარეების პროპორცია; მინდვრის შვლები ჭამენ მოსავლის ნარჩენებს , სარეველა მცენარეების თესლს და ველური მარცვლეული მცენარეების მარცვლებს. გარდა ამისა, ჭამენ სოკოებს; ძოვენ კენკრას. ყირიმში და კავკასიაში ჭამენ შვინდს.

მოხმარებული საკვების რაოდენობა

შვლის პატარა კუჭი და საკვების მონელების შედარებით სწრაფი პროცესი საჭიროებს ხშირ კვებას. დღეღამის განმავლობაში ნორმალურ პირობებში შველი იკვებება 5-11-ჯერ. მოხმარებული საკვების რაოდენობა დაკავშირებულია საკვების ნოყიერებაზე და ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ევროპული შველის ყოველდღიურ რაციონში საშუალოს შედის 1.5-2.5 კგ 4 კგ მწვანე მცენარეული მასა დამოკიდებულია თავად შველის წონაზე). ზამთარში, მეტაბოლიზმის საერთო დონე და, შედეგად, საკვებზე მოთხოვნილება მცირდება: ზაფხულში შველის ენერგეტიკული ხარჯები შეადგენს საშუალოდ 2,800 კკალ დღეში ზამთარში - მხოლოდ 1300. მოხმარების მაქსიმუმები მოდის ადრე გაზაფხულზე, ზაფხულის პირველ ნახევარზე და შემოდგომაზე, რაც დაკავშირებულია მდედრებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდთან, მამაკაცებში - შეწყვილების პერიოდთან.

კვებითი ქცევა

კვების მეთოდის მიხედვით შველი მიეკუთვნება შემომჭმელ ცხოველებს. შველი ძოვისას მუდმივად გადაადგილდებიან საკვებ უბანზე. ზაფხულში შვლები არასოდეს არ ჭამენ ბოლომდე გარშემო ყველა ხელმისაწვდომ მცენარეებს, არამედ წყვეტენ მხოლო ერთ მცენარეს ნაწილი ან მის ნაწილს და აგრძელებენ გზას. მრავალფოთლიანი მცენარეებიდან  წყვეტენ მხოლოდ 1-2 ფოთოლს.  შველის ამ თვისების წყალობით, როგორც წესი, არ აყენებს მნიშვნელოვან ზიანს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ზამთარში საკვების ძიებაში შველი თხრის თოვლს წინა ფეხებით, ოგჯერ 30-50 სმ სიღრმეზე; ნაპოვნ ბალახოვან მცენარეებს ჭამს მთლიანად.

საბინადრო გარემო

ევროპული შველი ბინადრობს სხვადასხვა ტიპის შერეულ და ფოთლოვან ტყეებში და სტეპის ტყეში. სუფთა წიწვოვან ტყეში გვხვდება მხოლოდ ფოთოლმცვენი ქვეტყის არსებობისას. ნამდვილი სტეპების, ნახევრად უდაბნოების და უდაბნოების ზონაში ის არ არის. მას ურჩევნია, როგორც ყველაზე საკვებიანი ადგილი, ნათელი მეჩხერი ტყეები მდიდარი ბუჩქნარი ქვეტყით და გარსშემორტყმული მდელოებით და მინდვრებით, ან (ზაფხულში) მაღალ ბალახიანი მდელოები, დაფარული ბუჩქნარით. ის გვხვდება ლერწმოვან ჭალაში, ჭალის ტყეებში, წამოზრდილ ნაკაფში და გადამწვარში, მცენარეებით დაფარულ ხეობებში და კანიონები. იგი თავს არიდებს ხშირ ტყეს, თავს იჭერს ტყისპირებში და განაპირას. ტყიან ზოლებში შეაღწევს სტეპიან რეგიონებში. სიმაღლის მხრივ შველისათვსის ყველაზე ხელსაყრელი ზონაა 300-დან 600 მ ზღვის დონიდან; თუმცა, მთიან რაიონებში ის ადის სუბალპურ და ალპურ მდელოებშიც კი(2400 მ-მდე ზღვის დონიდან ალპებში, 3500 მეტრამდე ზღვის დონიდან კავკასიაში).

შველის პოპულაციის საშუალო სიმჭიდროვე ტიპიურ ბიოტოპებში ევროპაში იზარდება არეალის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ,  ქვე-ტაიგის ზონაში არ აღემატება 0.1 ცხოველს 100 ჰექტარზე. შერეული და ფოთლოვანი ტყეების ზონაში აღწევს 3-6-ს, და ტყე-სტეპის და ფოთლოვანი ტყეების ზონაში 5-12 100 ცხოველი ჰექტარზე. პოპულაციის დიდი სიმჭიდროვე აღინიშნება მხოლოდ სეზონურად შედარებით ცირე ტერიტორიებზე.

სხვა  ჩლიქოსნებთან შედარებით ევროპული შველი ყველაზე ადაპტირებულია ცხოვრების გაკულტურებულ ლანდშაფტში ცხოვრებასთან ადამიანების უშუალო სიახლოვეს. ზოგან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე და იმალება ტყეში მხოლოდ დასასვენებლად და არასასურველი ამინდის პირობებში. თუმცა, შველი გვხვდება მხოლოდ იქ, სადაც მინდვრები მონაცვლეობს დამცავ ზოლებთან ან ტყიან უბნებთან; ხეების გარეშე აგროცენოზებში ის არ არის.

შვლების ბიოტოპურ განთავსებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს საკვების ხელმისაწვდომობა და თავშესაფრების არსებობა, განსაკუთრებით ღია ლანდშაფტებში. იქმ სადაც არ არსებობს თავშესაფრები ბუჩქნარის, მაღალი ბალახის ან ხევების სახით, შველი არ ცხოვრობს საკვების სიუხვის შემთხვევაშიაც კი. სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიოტოპურ განთავსებაზე, არის თოვლის საფარის სიმაღლე, მტაცებლების ყოფნა და შფოთვა, გამოწვეული ადამიანის საქმიანობით, საქონლის საძოვრად გარეკვით, ან სხვა ველური ჩლიქოსნების არსებობა.

რაციონის თავისებურებები აძლევს შველს უსაფრთხო თანაარსებობის საშუალებას სხვა ჩლიქოსნებთან. თუმცა, გარკვეულ პირობებში, მათ შეიძლება წარმოეშვათ მკაცრი კვებითი კონკურენცია სხვა ირმისებრებთან(ირემი, სამეფო ირემი, ლოსი), ასევე, იმავე ბიოტოპში მცხოვრებ არჩვებთან და კურდღლებთან. განსაკუთრებით მწვავდება კონკურენცია თოვლის საფარის სიმაღლის მატებისას, როდესაც შველენს უჭირთ მოძრაობა და საკვების მოპოვება. განსაკუთრებით სერიოზულ კონკურენციას უწევს შველს შინაური საქონელი; შვლების რაოდენობის გაზრდას დასავლეთ ევროპაში, ნაწილობრივ შეუწყო პირუტყვის საძოვარზე გაუსვლელად შენახვაზე გადასვლამ. ადგილებს, სადაც საქონელი ინტენსიურად გადის საძოვრებზე, ან სხვა ჩლიქოსანი ცხოველების მაღალი კონცენტრაციით, შვლები ტოვებენ. ზოგადად, ევროპული შველი არის ტყე-სტეპის ტიპის ცხოველი, უფრო ადაპტირებული ცხოვრებასთან მაღალ-ბალახიან და ბუჩქნარ ბიოტოპეში, ვიდრე ხშირ ტყეში ან ღია სტეპში.

მიგრაცია

ციმბირის შველთან შედარებით ევროპული შველი, პრაქტიკულად, ერთ ადგილას ბინადრობს და არ ასრულებს მასობრივ სეზონური მიგრაციას. მხოლოდ არეალის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში, სადაც ჩვეულებრივ ზამთარი დიდთოვლიანია, ასევე, მთებში, შველების  მიგრაციამ შეიძლება მიიღოს რეგულარული ხასიათი, და წლიდან წლამდე იაროს ერთი და იგივე მარშრუტით. კერძოდ, კავკასიის მთებში შველი ოქტომბერში და ნოემბერში ეშვება ქვემოთ ფერდობებზე და გადადის ჩრდილოეთ ფერდობებიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდობებზე. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში შემოდგომაზე მინდვრის შვლები მასიურად გადადიან ტყიან სავარგულებზე. მიგრაციის ხანგრძლივობა ზღვის  სანაპიროებისკენ და მდინარის ხეობებისკენ ფიქსირდება ჩრდილოეთ ფინეთში. დროებითი მიგრაციები ჩვეულებრივ ასოცირდება თოვლის საფარის სიმაღლესთან 20-30 სმ-ზე მეტი), რაც ხელს უშლის მოძრაობას და საკვების მოპოვებას, და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები.

ერთ ადგი;ლას ბინადრობის მიუხედავად, ევროპულ შველს შეუძლია განსახლდეს საკმაოდ მაღალი სიჩქარით. ამას ადასტურებს არეალის საზღვრების განშლის სიჩქარე XX საუკუნეში. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში 30 წლის განმავლობაში, ევროპული შველი ბუნებრივი გზით განსახლდა თითქმის 500 კმ-ზე, ანუ არეალის საზღვრის წლიური მოძრაობის სიჩქარე აღემატებოდა 10-15 კმ-ს წელიწადში.