Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


amoki
1

კოტე მარჯანიშვილის სრულმეტრაჟიანი მუნჯი დრამა. იგი გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების (ზოგ თარგმანში „ამოკით შეპყრობილი“) რომანის მიხედვით. ეს იყო ქართულ კინოში უცხოური მხატვრული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია. ფილმი გამოვიდა სახელით „კანონი და მოვალეობა“, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისი აღდგენა.

siuJeti

ფილმი გმირთა ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე მოგვითხობს, რის გვერდითაც კარგად ჩანს უცხოეთის კაპიტალის ბრჭყალებში მოქცეული მალაელი ღატაკების სასოწარკვეთილი მდგომარეობა. ინგლისის კოლონიაში გადმოხვეწილ ექიმს დახმარებისათვის მიმართავს მაღალი საზოგადოების მანდილოსანი. ექიმი საზღაურად სიყვარულს მოითხოვს. შეურაცხსოფილი ქალი ცდილობს თავად მოიცილოს არასასურველი ნაყოფი, მაგრამ გვიანაა. ექიმს სინდისი სტანჯავს და მომაკვდავ ქალს ჰპირდება სამუდამოდ შეინახოს მისი საიდუმლო.

rolebSi

  • ნატო ვაჩნაძე - ევროპელი ქალი
  • ალექსანდრე იმედაშვილი - ექიმი
  • ვალერიან გუნია - ევროპელი ქალის ქმარი
  • სიკო ფალავანდიშვილი - ინდუსი
  • ქეთევან თარხან-მოურავი - ინდუსი გოგონა
  • ვიქტორ ჭანკვეტაძე - ინგლისელი ოფიცერი
  • ცეცილია წუწუნავა - ექიმბაში
 

ixileT aseve