Header image  
kino  
  
 
 
 
 


giuli

1927 წლის ქართული მუნჯი ფილმი. გადაღებულია შიო არაგვისპირელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

siuJeti

მუსლიმ გოგონას, გიულის და ქრისტიან მოჯამაგირე მიტროს ერთმანეთი უყვართ. მამის სიკვდილის შემდეგ გიულის იძულებით მიათხოვებენ ხანშიშესულ მდიდარ მეზობელ ალის. გიული საძულველ ქმართნ ცხოვრებას ვერ ეგუება. ალის ვაჟის, ქერბალაის დახმარებით მიტრო გიულის გაიტაცებს. ქრმარი გაქცეულებს დაედევნება და გიულის მოკლავს.

rolebSi

  • ნატო ვაჩნაძე - გიული
  • ცეცილია წუწუნავა - გიულის დედინაცვალი
  • ალექსანდრე იმედაშვილი - ალი
  • კოხტა ყარალაშვილი - ქერბალაი
  • ალექსანდრე თაყაიშვილი - ოვანესა
  • დიმიტრი ყიფიანი - ფარი
  • მ. ვარდიაშვილი - ქუჩუკი

gadaReba

ნიკოლოზ შენგელაიას, რომელსაც უყვარდა ნატო ვაჩნაძე სურდა ის თავის ფილმში გადაეღო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის „ქარიშხლის წინ“ გადაღების წინ მათ წინააღმდეგობა მოუვიდათ და შენგელაიამ თქვა, რომ თავის ფილმში ვაჩნაძეს არასდროს გადაიღებდა. ვაჩნაძეს არ ურჩევდნენ უსახელო ახალგაზრდა რეჟისორის ფილმში მონაწილეობას, მაგრამ მან კოტე მარჯანიშვილს დაუჯერა და დათანხმდა ფილმში მონაწილეობას. თავად შენგელაია ამ ფილმს „მოწაფეურ ნამუშევარს“ უწოდებდა.

 

ixileT aseve