ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით ("სიმონა" და "მოსე მწერალი"). აღდგენილია 1970 წელს.
siuJeti
ფილმი მოგვითხრობს მძიმე ჩაგვრის შედეგად გურიის გლეხთა ამბოხზე.მთავარი გმირია დარიკო, რომლის ოჯახიც მდიდარმა დროიძემ ააწიოკა,ქმარი გაუციმბირა, მათი ადგილ-მამული მიითვისა. დროიძის ვაჟის მოკვლისათვის, რომელმაც მარტოდდარჩენილი ქალის შეურაცხყოფა განიზრახა, დარიკოსაც გაციმბირება ემუქრება, მაგრამ ქალი თავს აღწევს პატიმრობას და ტყეში ფირალად გაიჭრება. ჩაგრული ხალხის დამცველი დარიკოს რაზმი შიშის ზარს სცემს მეფის მოხელეთ. კატორღიდან დაბრუნებული დარიკოს ქმარიც მათ უერთდება.