კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1958 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: რევაზ ჯაფარიძე, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ლევან პაატაშვილი. მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი. კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე. როლებში: ციცინო ციციშვილი, ოთარ კობერიძე, ასმათ ქანდაურაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მიხო ბორაშვილი, სესილია თაყაიშვილი, სოსო ლაღიძე, აკაკი კვანტალიანი, ეკატერინე ვერულაშვილი.
ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო 1954 წლის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაბეჭდილი ნარკვევი, სადაც ავტორი- ნინა ალექსანდროვა რუსეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარ ამბავს აღწერდა-როგორი დედობრივი მზრუნველობით ზრდიდა მეუღლისაგან მიტოვებული ქალი გერებს.
siuJeti
ელმავლის მემანქანე დათა დაქვრივებული მარტოხელა მამაა და ორ შვილს ზრდის. იგი მთელ დღეს სამსახურში-რკინიგზაზე ატარებს და ძლიერ უჭირს ოჯახისა და შვილების გაძღოლა. დათას მცდელობა, რომ ცოლად შეირთოს თავისი სატრფო-თეო, უნაყოფო აღმოჩნდება-თეო ვერ იღებს თავზე ორი ბავშვის დედობის პასუხისმგებლობას და დაცილებას არჩევს. მამის ზედამხედველობას მოკლებული პატარა გია და ლია უპატრონოდ დაეხეტებიან ქუჩაში და ფათერაკებს აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ბავშვები ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას-ნატოს გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან. თავადაც ობლობაში გაზრდილი ნატო გულისხმიერებით მოეკიდება პატარებს, რის გამოც ბავშვები მას ძლიერ შეიყვარებენ. ნატოს სილამაზე და სათნო ბუნება ბავშვების მამასაც ხიბლავს და ქალიშვილს ცოლად თხოულობს. აწეწილ ოჯახს ბედნიერება უბრუნდება-ნატო დათასათვის მზრუნველი და ალერსიანი მეუღლე, ბავშვებისათვის კი-მოსიყვარულე დედა აღმოჩნდება, მაგრამ იდილია დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში დათა ხვდება, რომ თეოსადმი სიყვარულს თავს ვერ აღწევს, ოჯახს ტოვებს და თეოსთან ერთად მიდის. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მატარებელს გამოდევნებული ბავშვების სასოწარკვეთილება მიახვედრებს, რომ ისინი მისთვის "სხვისი შვილები" აღარ არიან. აცრემლებული ნატო დაძრული მატარებლიდან ხტება და ბავშვებთან ერთად ბრუნდება შინ.
rolebSi
mTavari gmirebi
ციცინო ციციშვილი - ნატო
ოთარ კობერიძე - დათა
ასმათ ქანდაურიშვილი - თეო
ნანი ჩიქვინიძე - ლია
როლანდ (მიხო) ბორაშვილი - გია
epizodebSi
სესილია თაყაიშვილი - ელისაბედი
იოსებ (სოსო) ლაღიძე
აკაკი კვანტალიანი
ეკატერინე ვერულეიშვილი
ერასტი ბილანიშვილი
დავით ქობულოვი (ქობულაშვილი)
გიორგი ჟუჟუნაშვილი
jildoebi
ვერცხლის ნეადა: პორტა-ტერმოს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალი(1965)
ixileT aseve
დამდგმელი რეჟისორი
თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი
რევაზ ჯაფარიძე თენგიზ აბულაძე
როლებში
ციცინო ციციშვილი ოთარ კობერიძე ასმათ ქანდაურაშვილი ნანი ჩიქვინიძე
მიხო ბორაშვილი სესილია თაყაიშვილი სოსო ლაღიძე აკაკი კვანტალიანი ეკატერინე ვერულაშვილი.