1958 წლის ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია დავით რონდელი და გადაღებულია კონდრატე თათარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
siuJeti
თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი - ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში დამწყვდეულ ქართველ ქალთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.