1959 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია არკადი ხინთიბიძე. ფილმის სცენარის ავტორები არიან ხინთიბიძე და რევაზ ებრალიძე. ფილმის პერსონაჟების როლებს ახმოვანებენ: სესილია თაყაიშვილი, გიორგი საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ტარიელ საყვარელიძე, აკაკი კვანტალიანი და სალომე ყანჩელი.
ფილმის სიუჟეტით, ერთმანეთს უპირისპირდება ფრინველთა ორი ოჯახი - შევარდნაძეები და ქორიძეები. მაგრამ ორივე ოჯახის შვილებს ერთმანეთი უყვარდებათ და საერთო ძალებით ისინი მაინც იბრუნებენ მშვიდობას. |