Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


qorwili

1964 წელს მიხეილ კობახიძის სადიპლომო ფილმი, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია. ფილმმა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი").

siuJeti

სამსახურისკენ ავტობუსით მგზავრობისას ვაჟი გოგოს შეამჩნევს, რომელიც მოეწონება. უკანა გზაზე ვაჟი და გოგო ერთ ავტობუსში, გვერდიგვერდ სხედან და მგზავრობენ. ვაჟი გოგოს კონსერვატორიაში, ორღანის კონცერტზე გაყვება და სახლამდე მიაცილებს, როდესაც მას ფანჯრიდან გოგოს დედა შეამჩნევს და ბინოკლით დააკვირდება. ვაჟი გაიცნობს გოგოს და მოეჩვენება, რომ გოგოსაც მოეწონა. როდესაც ვაჟი გოგოსთვის სიყვარულის ახსნას გადაწყვეტს და თაიგულით ხელში გოგოს სახლთან მიდის, გოგო სახლში, ახალშეუღლებულ ქმართან და სტუმრებთან ერთად, პატარძლის სამოსში გამოწყობილი საქორწილო სუფრისთვის ემზადება. ვაჟი კედლის ნიშაში ემალება და საქორწილო მაკრიონთან შეხვედრას თავს ირიდებს. კამერა ჩერდება ვაჟის სახეზე, რის შემდეგაც ვაჟი ყვავილებით ხელში ენერგიული ნაბიჯით მიუყვება დაღმართს.

festivali da prizebi

  • სატელევიზიო ფილმების I საკავშირო ფესტივალის პრიზი. ქალაქი კიევი. (1965).
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი; ფიარესის პრიზი;საერთაშორისო ევანგელისტური საზოგადოების კინოცენტრის „ინტერფილმის“ პრემია ქ. ობერჰაუზენი (1965).
  • ახალგაზრდული ფილმების VI საერთაშორისო შეხვედრის ჟიურის დიდი პრიზი, კანი (1965)
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის პრემია, ქალაქი ბუენოს-აირესი (1966).
  • ჟიურის სპეციალური პრიზი, „ფიპრესის“ პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1966).
 

ixileT aseve