ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1965 წელს, ალმანახიდან „წარსულის ფურცლები“. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა 1966 წელს. გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი - ელდარ შენგელაია.
siuJeti
მიქელას მრავალრიცხოვან ოჯახს უკურნებელი სენი დაერევა. სიკვდილს მხოლოდ რძალი და ორი შვილიშვილი გადაურჩება. გვარის ამოწყვეტის შიშით შეპყრობილი მიქელა ბოროტი სულების განსადევნად სახლს ადგილს შეუცვლის და უმცროს შვილიშვილს სხვა სოფელში გახიზნავს. უფროსს, სპიდონას კი, რომელიც ყველას უამბობს:
„უფალმა საიქიოდან მომაბრუნა და ერთი წლის შემდეგ უკან წამიყვანს“
ფაცხაში დააბინავებს. ღამე ქარიშხალი ამოვარდება. მიქელას სწამს, რომ ბავშვს ღვთის დანიშნულ დროზე ადრე არაფერი მოუვა და უყურადღებოდ მიატოვებს. მოვარდნილი ნიაღვარი კი სპიდონას დაახრჩობს.
rolebSi
- გრიგოლ ტყაბლაძე - მიქელა
- ზინაიდა კვერენჩხილაძე - მაია
- მიხეილ ხვიტია - სპიდონა
- მანანა მანაგაძე - ეკა
- ვარლამ წულაძე - ალექსი
- კაპიტონ აბესაძე - მღვდელი
|