ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის, მიერ 1967 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფილმის ქრონომეტრაჟია 18 წუთი.
istoria
ფილმის გადაღებები დაიწყო 1966 წელს.
მოსკოვიდან ჩამოსულმა კომისიამ მასალის ნახვის შემდეგ ფილმი დაიწუნა. როგორც მიხეილ კობახიძე იხსენებდა, კომისიის ვერდიქტი შემდეგი იყო: „ამ სისულელეზე ხარჯავთ სახელმწიფო სახსრებს? ეს ფორმალიზმია, აზრი ბუნდოვანია, არ შეიძლება ამის მოსკოვში ჩვენება!“.< ფილმი დახურეს.
მიხეილ კობახიძემ ფილმი საკუთარი ხარჯებით დაასრულა და მოსკოვში თავის პედაგოგ სერგეი გერასიმოვთან ჩაიტანა, რომელმაც „გოსკინოსთან“ უშუამდგომლა და ფილმი გადარჩა.
საბოლოოდ ფილმი მაინც აიკრძალა, რეჟისორს კი მალევე აეკრძალა კინოს გადაღება.
Sinaarsi
ფილმის სიუჟეთი წყვილის ამბავს ეფუძნება, ქალ-ვაჟის ყურადღებას ჰაერში მოფარფატე ქოლგა მიიპყრობს. ჰაერში მოფარფატე ქოლგის დევნაში დაღლილი წყვილი ხვდება, რომ ოცნება ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
prizebi da festivalebi
მთავარი პრიზი და „ფიპრესის“ პრიზი, კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1967). |