კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1970 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. რეჟისორი - ბაადურ წულაძე.
1970-2017 წლებში ფილმი რუსეთის ფედერალურ ფირსაცავში ინახებოდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საქართველოს ეროვნული არქივის ერთობლივი ძალისხმევით „ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების“ პროექტის ფარგლებში „გოსფილმფონდში“ ბაადურ წულაძის ფილმის საწყისი მასალები დამზადდა და 2017 წელს საქართველოში დაბრუნდა.
siuJeti
სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს უბნის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის შექმნას ავალებენ. „მწვრთნელი“ ოლიმპიური სისტემის პრინციპს გაიგებს და ცდილობს გუნდი პირველივე შეჯიბრში დამარცხდეს, რომ შეჯიბრს გამოეთიშოს. თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. მისი გუნდი „უქიმერიონი“ ოქროს მედლის მფლობელი ხდება. ბიჭები სიყვარულით ფეოლას არქმევენ თავიანთ „მწვრთნელს“. გუნდს სერიოზული წარმატებები აქვს და საფრანგეთში გზავნიან შეჯიბრზე. მაგრამ ახლა მას უკვე გამოცდილი მწვრთნელი ესაჭიროება. ფეოლა ემშვიდობება გუნდს.
rolebSi
- იპოლიტე ხვიჩია - ბონდო დოლაბერიძე (ფეოლა)
- ვასილ ჩხაიძე - ხუსკივაძე
- ჯემალ ღაღანიძე
- გაბრიელ (გიგლა) ცინცაძე - ხვედელიძე
- ლევან შამილოვი - ფრიდონი
- შოთა გაბელაია
- სერგეი ფილიპოვი
- ილია ბაკაკური
- ზურაბ ქაფიანიძე - ბესიკი, ვიოლინოზე დამკვრელი
- ევგენია მჟავანაძე - ექთანი
- გიორგი (გია) ტყეშელაშვილი
jildoebi
- 1970 სპორტული ფილმების მე-3 საკავშირო კინოფესტივალი (რიგა, ლატვია) - ჟიურის პრიზი
|