Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


qvevri

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.

siuJeti

გოგია, არაფრით გამორჩეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია,

„რა მიყო, წყალში არ ჩამიყარა ამოდენა შრომა! რაღაში ჩავასხა ღვინო?!“
გოგია

მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება.

„შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? ჯერ ყელი გაგესინჯა და მერე შემძვრალიყავი!"
მარო

გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.

rolebSi

  • ბუხუტი ზაქარიაძე - გოგია;
  • ვახტანგ სულაქველიძე - აბესალომი;
  • ჰენრიეტა ლეჟავა - მარო;
  • ეროსი მანჯგალაძე - მილიციის უფროსი;
  • ოთარ ზაუტაშვილი - მილიციელი პავლე;

ეპიზოდებში:

  • გივი ბერიკაშვილი;
  • ილია ბაკაკური;
  • ლეო სოხაშვილი;
  • მერი კანდელაკი;
  • ლერი ზარდიაშვილი.
 

ixileT aseve