რეჟისორ ზაალ კაკაბაძის 1973 წლის მუსიკალური მხატვრული ფილმი.
siuJeti
საბჭოთა კავშირის ნაკრები ნიჩბოსნობაში ჩემპიონი ხდება მსოფლიო პირველობაზე. გუნდის კაპიტანი ქართველია, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია საგზურით აჯილდოებს - პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში. ის ფიქრობს, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და აღშფოთდება, როცა გოგონების მუსიკალური ანსამბლის ხელმძღვანელი აღმოჩნდება.
ფილმში ასახულია ბავშვთა ანსამბლის და მისი ხელმძღვანელის მოგზაურობა ბათუმიდან არტეკამდე თბომავალით „შოთა რუსთაველი“. მონაწილეობენ გოგა ფიფია და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“