Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


Serekilebi
a

ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო ინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.

siuJeti

ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს:

„ცოცხალი ოდიშელიძის, შავი დედალის დაძმაკაცებით დამარხვისთვისო, ამას შვიდი მე ათი, იჯექი თუ კაიაო“ - ერთაოზი

ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფო უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.

„რას ჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება, დაბრუნდით დედამიწაზე!“ - ნოშრევანი

rolebSi

  • ვასილ ჩხაიძე - ქრისტეფორე მგალობლიშვილი (გამომგონებელი);
  • დათო ჟღენტი - ერთაოზ ბრეგვაძე;
  • არიადნა შენგელაია - მარგალიტა;
  • ბორის წიფურია - ხუტა ოდიშელიძე (ციხის უფროსი);
  • აბრექ ფხალაძე - ნოშრევან კუჭუხიძე (საავადმყოფოს უფროსი);
  • მერაბ ელიოზიშვილი - ტრიფონია (მემანქანე);
  • არკადი ბაქრაძე - მიზანა ბრეგვაძე (ერთაოზის მამა);
  • გრიგოლ ტყაბლაძე - სოფლის ხუცესი;
 

ixileT aseve