Header image  
kino  
  
 
 
 
 


Ciora

ქართული დრამატული ფილმი, რომელიც ლენინის ორდენოსანმა კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ გადაიღო 1984 წელს. ფილმის რეჟისორები არიან ნელი ნენოვა და გენო წულაია.

siuJeti

მარი და ნიკა აბიტურიენტები არიან და ფიზიკის გაკვეთილებს ერთად ესწრებიან. ნიკა, რომელსაც მარი უყვარს, გადაწყვიტავს, იქორწინოს და ამის შესახებს მშობლებს უამბობს. მიუხედავად გაოგნებისა, მამა თანხმობას გამოხატავს და მიანიშნებს, რომ ამ საკითხს მიხედავენ ნიკას უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნიკა მარის ღამით აკითხავს და მასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში იპარება, იმ იმედით, რომ ნიკას ბიძასთან დარჩებიან. თუმცა, ბიძა სათევზაოდ არის წასული. იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებიან, გასაქირავებელ ოთახებს მათ არავინ ანდობს. ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას ნიკას ჩხუბი მოსდის. მას გადაარჩენს ჩიორა, ზღვაზე ჩამოსული ყმაწვილი. ახალგაზრდები შემდგომში ქალაქში მასთან ერთად გადაადგილდებიან. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ჩიორას მარის მიმართ სიმპათია უჩნდება.

ახალგაზრდები თბილისიდან ფულადი თანხის გადარიცხვას ელოდებიან. ამასობაში, რისკების მოყვარული ჩიორა, იმ იმედით, რომ ავტომობილის მძღოლს დაარწმუნებს, თითქოს ავარია უკანასკნელის ბრალია და ასე ფულად თანხასაც იშოვნის, ველოსიპედით განგებ ეჯახება ერთ-ერთ ავტომობილს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვლება. მარის ამ დროისთვის ყველაფერი ბეზრდება და, როდესაც ნიკასთან ერთად მატარებლით თბილისში ბრუნდება, გზად ერთ-ერთ ბაქანზე წყლის სასმელად ჩადის და ნიკა, მატარებლის გამცილებლის ძალისხმევის გამო, იძულებულია, ვაგონში დარჩეს. თბილისში იგი მარის სადგურთან შეხვდება, მაგრამ მარი უსვამს კითხვას, თუ რატომ არ ჩამოხტა იგი მატარებლიდან მის გამო. ნიკა პოულობს გადაწყვეტილების საბაბს და ხუმრობით ეკითხება, ხეიბარი ქმარი ხომ არ სურს. მარი, გაიაზრებს რა ყოველივეს, ტოვებს მას და აღარ სურს მასთან საუბარი, თუმცა ნიკა ჰპირდება, რომ შემდეგ დღეს დაურეკავს.

rolebSi

  • ხათუნა ჩაგელიშვილი - მარი
  • თენგიზ გიორგაძე - ნიკა
  • გოჩა აფციაური - ჩიორა
  • ლია ელიავა - ნიკას დედა

  • ვაჟა ფირცხალაიშვილი - გოგი, ნიკას მამა
  • თეა (ნათელა) გაბუნია - მარიკას დედა
  • კახა ღვინჯილია - მარიკას ძმა
  • თინათინ ბაბლიძე
  • მარიკა გოგიჩაიშვილი
  • თამარ თუშიშვილი
  • გიორგი სულაძე
  • ირაკლი კალანდაძე
  • ლია კაპანაძე
  • ზურაბ (კეკური) ლაფერიძე
  • ელენე (ჩიტო) ლანდია
  • ნოდარ მასხულია
  • ლიანა მიქავაშიძე
  • სოსო პაჭკორია
  • გიზო სირაძე
  • შოთა სხირტლაძე
  • გიორგი ხვადაგიანი
  • მარიკა ტყეშელაშვილი
  • ლია ხაჩატუროვა
  • ივანე ჩხეიძე
 

ixileT aseve