Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


aSik-qeribi
a

1988 წელს სერგო ფარაჯანოვისა და დავით აბაშიძის მიერ გადაღებული ფილმი მიხეილ ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ეს იყო ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული ფილმი, მიძღვნილი მისი უახლოესი მეგობარი ანდრეი ტარკოვსკისთვის, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.

siuJeti

აშიკ-ქერიბს სურს ცოლად ითხოვოს შეყვარებული, თუმცა ამ უკანასკნელის მამა თანახმა არაა ქერიბის ხელმოკლეობის გამო. სატრფო ფიცს დებს დაელოდოს ვაჟს ათასი დღე, სანამ ის დაბრუნდება საკმარისი ფულით, რათა მამამისი დაითანხმოს. აშიკ-ქერიბი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბევრი რამ გადაიტანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.

rolebSI

  • იური მგოიანი
  • სოფიკო ჭიაურელი - დედა
  • რამაზ ჩხიკვაძე
  • კონსტანტინე სტეპანკოვი
  • ბაია (ბარბარე) დვალიშვილი
  • ვერონიკა მეტონიძე
  • დავით დოვლათიანი
  • ლევან ნატროშვილი
  • სლავა სტეპანიანი
  • ნოდარ დუგლაძე
  • თამაზ ვაშაკიძე

jildoebi

  • ევროპული კინოს აკადემიის პრემია „ფელიქსი“ საუკეთესო მხატვრის ნომინაციით (შ. გოგოლაშვილს, გ. ალექსი-მესხიშვილს, ნ. ზანდუკელს), დასავლეთ ბერლინი 1988.

SeniSvnebi

ფილმის 1988 წლის აფიშაზე ქართულად დატანილია სახელწოდება „აშიკ-ქერიბი“. ეროვნულ ფილმოგრაფიას მოხსენიებული აქვს როგორც „აშუღ-ყარიბი“. ენციკლოპედია „საქართველოში“ გვხვდება სახელებით „აშუღი ქერიბი“ და „აშიკი ქერიბი“.

 

ixileT aseve