1998 წლის ქართული ფილმი. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია კახა კიკაბიძე. ფილმში მონაწილეობენ: დიტო შველიძე (ზურა), ირაკლი მშვილდაძე (გასანა), ნათია გოგოჭური (დედა), ალინა ნოზაძე (თამარი) და სხვები.
ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ჰაინრიხ მანის ერთ-ერთი მოთხრობის მოტივებს.
siuJeti
მას შემდეგ, რაც მთავარი გმირის, ზურას მამას კლავენ, დედა და შვილი სოფლიდან ქალაქში ჩამოდიან. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამოდ შეარყევს. საკუთარი თავის განმტკიცების მიზნით, ახალ თანაკლასელებს იგი თავის ნებაზე ათამაშებს და სკოლის ლიდერი ხდება. მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენილი, ეული და მარტოსულია. ზურა სხვებთან ნიღბის ტარებას დიდხანს ვერ შეძლებს და საბოლოოდ, თანაკლასელები მას ზურგს აქცევენ.
ixileT aseve
დამდგმელი რეჟისორი
კახა კიკაბიძე
სცენარის ავტორი
კახა კიკაბიძე
როლებში
დიტო შველიძე
ირაკლი მშვილდაძე
ნათია გოგოჭური
ალინა ნოზაძე
ზაზა კოლელიშვილი
გიორგი მიქელაძე
ლია კაპანაძე