saqarTvelos buneba - CanCqeri

საქართველოს ჩანჩქერები

 

მდინარეში წყლის ვარდნა საფეხურიდან, რომელიც მდინარის კალაპოტს კვეთს. მდინარის ჭორომებისგან განსხვავებით ჩანჩქერებისთვის დამახასიათებელია მდინარის ფსკერის სიმაღლის მკვეთრი ცვლა და შვეული ვარდნა.

წყლის ვარდნა შლის საფეხურს, ამიტომ მძლავრი ჩანჩქერები მუდმივად ინაცვლებს მდინარის დინების საპირისპირო მიმართულებით. მაგალითად, ნიაგარის ჩანჩქერი ყოველწლიურად 70-90 სმ-ით გადანაცვლდება.

ჩანჩქერები ხელს უშლის ნაოსნობას, მაგრამ მაინს შესაძლებელია მათი, როგორც ელექტრული ენერგიის წყაროს გამოყენება სამეურნეო საქმიანობაში (როგორც ეს არის, მაგალითად, სუნის ჰესების კასკადში).

რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონში ჩანჩქერს „პადუნს“ (падун) უწოდებენ.

ჩანჩქერის ტიპები

კლასიკური. ფართო მდინარის ან ნაკადის წყლები გადაედინება შვერილზე, და ამ დროს მასზე შედარებით სწორ ზედაპირს ქმნის. იდეალში ჩანჩქერი ზედა ნაწილში არ იყოფა სეგმენტებად. ვიზუალურად ჩანჩქერი ერთგვაროვანია სიგანეშიც და სიმაღლეშიც.

კატარაქტი. როგორც უკვე ცნობილია, ჩანჩქერები მუდმივი არ არის. მიწის ფენა ჩანჩქერის ქვეშ მუდმივად ირეცხება, წყლის ძალა აგლუვებს კლდეებს, ქვებს და მისთვის მოსახერხებელ გზას იკაფავს. მიწის დაგლუვების შემდეგ ჩანჩქერები წყნარ მდინარეებად გადაიქცევა. მაგრამ ისეც ხდება, რომ კლდოვანი ქანების ამოჭმის პროცესში ქვის ნატეხები ტყდება და მოტეხვის ადგილას წყლის ახალი ნაკადი მიედინება, რომელიც ჩანჩქერს ქმნის. ახალი ჩანჩქერი, შესაძლოა, წარმოიქმნას როგორც მდინარის დინების მიმართულებით, ასევე ძველი ჩანჩქერის ზევით. ამგვარად, ჩანჩქერები თითქოსდა მდინარეზე მოგზაურობს, ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზეც კი. ასეთი ჩანჩქერები კატარაქტის ტიპის ჩანჩქერებს მიეკუთვნება. ასეთი ტიპის ჩანჩქერებს დიდ მდინარეზე მრავალი ჭორომი აქვს. ყველაზე ხშირად ასეთი კატარაქტა-ჩანჩქერები ანუ ნაკადები (როგორც მას მეორენაირად უწოდებენ) ჭოროხებზე მიედინებიან ქვემოთ და ძალიან დიდი მოცულობის წყალი მიაქვს თან.

კასკადი. სახელი „კასკადი“ წარმოიქმნა იტალიური სიტყვა “cascada”-დან, რაც ჩანჩქერს ნიშნავს. ითარგმნება, ასევე ფრანგული “cascade”-დან – „გამალებული ვარდნა“. ჩანჩქერის კასკადური ტიპი გულისხმობს წყლის ვარდნას ერთი ზედაპირიდან მეორეზე, ხშირად მთის მყარი ქანების საფეხურებზე. ჩანჩქერი ყალიბდება, როდესაც ნაკადი გადაედინება კლდის ქიმიდან და თავისუფლად ვარდება ჩანჩქერის ძირში. ზოგჯერ, თუ წყლის დონე დაბალია, წყლის ნაკადი ვერ ახერხებს თავისუფალ ვარდნას, კლდეს ეკვრის ჩანჩქერის წარმოქმნის ადგილას და ამ კლდით ჟონავს ქვევით. მაგალითად, იოსემიტის ჩანჩქერი აშშ-ში. ვარდნის საერთო სიმაღლეა 727 მ. ამ ტიპის ჩანჩქერები კატარაქტა-ჩანჩქერებისგან არა მხოლოდ წყლის მოცულობით განსხვავდება. კასკადებს წყლის ძალიან მცირე მოცულობა აქვს. კასკადური ჩანჩქერები შედგება მცირე ზომის ჩანჩქერების რამდენიმე საფეხურისგან, რომელიც კასკადის თანმიმდევრულ მწკრივშია გაერთიანებული. ამის გამო კასკადური ჩანჩქერები უფრო ლამაზად გამოიყურება, ჩანჩქერების ნაკადი მბრწყინავ ჭავლად ეცემა ქვევით და თავისი სილამაზით ყველა ქვეყნის ათასობით ტურისტს იზიდავს.

ბლოკი ფურცელი. გეოლოგიური ფორმაცია ზეგავლენას ახდენს ჩანჩქერის ფორმაზე. ეს პრაქტიკულად ბრტყელი კლდეა გარკვეული სიგანის მწვერვალით, რაც განაპირობებს წყლის ვერტიკალურ ან თითქმის ვერტიკალურ ვარდნას. ფართო მდინარის ან ნაკადის  წყლები მიედინება შვერილზე და წყლის ფურცელს წარმოქმნის. ჩანჩქერის ფორმა და ტიპი ხშირად შვერილზეა დამოკიდებული. იდეალში ჩანჩქერი ზედა ნაწილში არ იყოფა სეგმენტებად და შესახედად განი სიმაღლეზე მეტი აქვს. ამ ტიპის ჩანჩქერების მაგალითია Angel Falls და Niagara Falls.

ფარდა. ეს ტიპი ბლოკური და კლასიკური ტიპის ჩანჩქერების მსგავსია, წყალი შვერილზე გადაედინება. ასეთი ჩანჩქერის სიმაღლე სიგანეზე მეტია, მაგრამ, ამავდროულად, არ არის ლენტის მსგავსი.

ჩქერობი. დამრეცი ჩანჩქერი წყლის მკვეთრად ვარდნის გარეშე.

ფლატეებიანი. ვერტიკალური. გადმოკიდებული შვერილი – ეს სხვა გეოლოგიური ფორმაციაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩანჩქერის ფორმაზე. ეს არის წყლით იმგვარად დაშლილი კლდე, რომ დაშლის შედეგად აშკარა გახდა ჩამოკიდება. ამის გამო წყალს თავისუფლად შეუძლია ვარდნა ისე, რომ არ შეეხოს შვერილის ზედაპირს.

დანაწევრებული. ეს კატეგორია მოიცავს ჩანჩქერებს, რომლებშიც დაღმავალი დინება იხლიჩება ორ ან რამდენიმე პარალელურ ნაკადად. ჩვეულებრივ, დანაწევრების მიზეზად ჩანჩქერის ვარდნის ადგილას არსებული კლდის შვერილი ნაწილები გვევლინება. მაგალითები: Waipunga Falls, The Seven Sisters ნორვეგიაში, Glanni ისლანდიაში.

ცხენისკუდი. ჩანჩქერის ამ ტიპისთვის მიკუთვნება შეიძლება, თუ წყალი თავქვე დაშვებისას უმეტეს დროს ზედაპირთან კონტაქტში იმყოფება. მაგალითები: Nevada Falls, Sanddalsfossen, Manawaiopuna Falls.

ლენტური. წყალი თავქვე ეშვება ვიწრო მონაკვეთზე, რომელიც სიმაღლეში ბევრად მეტია, ვიდრე სიგანეში. ასეთი ჩანჩქერის მაგალითია Bridal Veil Falls.

დაძირვა. ჩანჩქერი, რომლებიც ვერტიკალურად ვარდება ისე, თითქოს სპორტსმენი იყოს ნახტომში და, როგორც წესი, ვარდნისას არ ეხება კლდის შვეულ ზედაპირს. მაგალითები: New Zealand, Mangawhero Falls, Steinsdalsfossen, Nobe Young Falls, Snoqualmie Falls.

სრიალი. ჩანჩქერის ეს ტიპი შეესაბამება ვითარებას, როდესაც წყალი სრიალებს კლდის ერთ ფილაზე და მასთან გლუვ უწყვეტ კონტაქტს ინარჩუნებს მასთან. ასეთი ტიპის ჩანჩქერის მაგალითია Shannon falls.

ჭუჭრუტანა. საკლიტე. ეს არის ჩანჩქერის ტიპი, რომელშიც ვარდნის წინ წყალი გამჭოლად გადის ვიწრო უბანს. საკლიტე განსაკუთრებული ნაპრალია, რადგან მისი მომრგვალებული ძირი ძველებურ საკლიტეს წააგავს. ზოგჯერ წყალი დაწნევით გამოდის ჭუჭრუტანიდან, რითაც, ფაქტობრივად იწვევს წყლის ვარდნას. ასეთი ჩანჩქერის მაგალითია Spahats Greek Falls.

მრავალდონიანი. იარუსებიანი. კიბე. მრავალსაფეხურიანი. ჩანჩქერების ეს კატეგორია აღწერს იმ ჩანჩქერებს, რომელთაც ერთზე მეტი ვერტიკალური ნახტომი ან დონე აქვს. ცალკეული ჩანჩქერები თანმიმდევრობით ეშვება ერთმანეთთან უშუალო სიახლოვეში და, ჩვეულებრივ, ერთად ჩანს. ჩანჩქერის ნებისმიერი ტიპი იმავდროულად მრავალდონიანიც შეიძლება იყოს. მაგალითებია Tangle Creek Falls, Belmore Falls, Mitchell Falls, Gullfoss, და Sutherland Falls.

ვუალი. ამ შემთხვევაში წყალი ეშვება, ჩვეულებრივ, ძალიან დიდი შვერილების გავლით და ქმნის წყლის თხელ ფენას, რომელიც ძლივს ფარავს ზედაპირს. ამ ტიპის ჩანჩქერებს მიეკუთვნება Bridal Veil Falls BC.

მარაო. წყალი ვარდება შედარებით ვიწრო თხემის გავლით და ვარდნისას არსებულზე მეტად იშლება და ფართოვდება. ასეთი ტიპის ჩანჩქერის მაგალითია Hardy Falls.

ღორღი. ქვიანი შვავი. წყალი მიედინება დაღმართზე ქვის ქანების ნატეხების გავლით. ჩვეულებრივ ასეთი ვითარება ვლინდება კლდის ან ციცაბო ქანობის ძირთან. ქვიანი შვევი ხშირად სოფტბოლის ბურთზე უფრო პატარაა, ხოლო ღორღი მასზე უფრო დიდია. ზოგიერთები ასეთ შემთხვევებს არ მიაკუთვნებენ ჩანჩქერებს, თუ დახრილობა ყველაზე ნაკლები 30 გრადუსია. მაგალითად, Lyle Creek Falls.

ღრმული (panhole). არის ჩაღრმავებული, ეროზიული სტრუქტურა, რომელიც აღმოჩენილია ბრტყელ ან მცირედ დახრილ კლდეებზე. ღრმულები არის ქარის ზემოქმედების დიდი ხნის შედეგი და ძირითადად შეიმჩნევა ძირითად ქანებზე ან კლდის ქანების დიდ ნაწილებზე. მსგავსი ტერმინებია: gnamma (ავსტრალია), opferkessel (გერმანია, უხეში თარგმნით "სამსხვერპლო აუზი"), "სავარძელის ღრუ", ქარის ტაფა (ან ორმო) და ხსნარის ტაფა (ან ორმო). გერმანულ ენაზე სხვა დასახელებებია kamenitza და kamenica (კამენიცა). ესპანურად მას tinajita-ს უწოდებენ. პორტუგალიურად და გაისიურად მას pia ჰქვია.

ნამაქუალენდში ამ წარმონაქმნებს !gau ეწოდებათ.

ეს არც ისე ღრმა აუზები ან დახურული ღრმულები ჩნდება შიშველ კირქვაზე ან სილიკატურ კლდეებზე. ისინი ასევე გრანიტის კლდეებზეც გვხვდება. ისინი ჩვეულებისამებრ ხასიათდებიან ბრტყელი ფსკერით და კიდული გვერდებით. საწყისი ფორმა შეიძლება იყოს დახშული ღრუ, რომელიც წარმოქმნილია ნეშომპალის ფენით. მათი დიამეტრი იშვიათადაა 15 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის.

სიერა ნევადაში, კალიფორნიაში ამ წარმონაქმნებს ფრანსუა ე. მათესის მიერ ეწოდათ გამოფიტული ორმოები, სადაც ისინი ვარაუდისამებრ მიუთითებებნ მთის ქანების ზედაპირზე, რომლებიც არ არიან ყინულით დაფარულნი ან თავი აარიდეს უახლეს გამყინვარებას. სიერა ნევადას გრანიტოვან ქანებში ამ წარმონაქმნებს გააჩნიათ ისეთი დამახასიათებელი ფორმა, რომ ისინი მეტად სწრაფად ფართოვდებიან სიგანეში, ვიდრე სიღრმეში. ამ ფორმირების ერთ-ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ გამოფიტვის ყველაზე აქტიურ გარემოდ გვევლინება დასველებისა და გამოშრობის ალტერნატიული ზონა აუზების გასწვრივ, რომლებიც გროვდებიან ორმოებში, გვერდები ღრმავდება და ფართოვდება მანამ, სანამ ფსკერი არ გახდება თანაბრად ნოტიო ან მშრალი ეღტდროულად, ამგვარად ქმნიან რა თავის დამახასიათებელ ფორმას.

კერძოდ, ავსტრალიური აბორიგენული სახელწოდება gnamma გულისხმობს ჩაღრმავებას, რომელსაც შეუძლია წყლის შეკავება.

ამასთან დაკავშირებული კონცეფციაა "მორევის ხვრელი": ხვრელი კლდეში, რომელიც წარმოქმნილია ნაკადის კალაპოტში წყლის მიერ გამორეცხვით ქვიშის ან ხრეშის დახმარებით ან მათ გარეშე. "მორევი ხვრელები" ჩვეულებისამებრ წარმოიქმნება ჩანჩქერის ფსკერზე.

ადგილები სადაც შეიძლება ვიხილოთ ღრმულები.

სხივური კლდეები, Beam Rocks, ფორბსის სახელმწიფო ტყე, Forbes State Forest, პენსილვანია, აშშ.

შენანდოას ეროვნული პარკი, Shenandoah National Park, ვირჯინია, აშშ.

მყინვარის მწვერვალი, Glacier Point, იოსემაიტის ეროვნული პარკი, Yosemite National Park, კალიფორნია, აშშ.

 

ყველაზე მაღალი ჩანჩქერები