mcenareTa samyaro - gvimrisebrni
გვიმრისებრნი - (ინგ. Fern) (რუს. Папоротниковидные)
გვიმრისებრნი არიან იმ ჯგუფის წევრნი, რომელშიც შენარჩუნებულია დაახლოებით 10560 ვასკულარული (ძარღვიანი) სახეობის მცენარეები, რომლებიც მრავლდებიან სპორებით და არ გააჩნიათ არც თესლი და არც ყვავილი. ისინი ხავსებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არიან ვასკულარულნი, ე.ი. გააჩნიათ განსაკუთრებული ქსოვილი, რომელიც ატარებს წყალს და ნუტიენტებს (საკვები). მათ გააჩნიათ დატოტვილი ღეროები და ფოთლები, ისევე როგორც სხვა ვასკულარულ მცენარეებს. ისინი "მეგაფილები" არიან - მეტად რთული შემადგენლობით, ვიდრე ხავსის გროვის მარტივი "მიკროფილები". უმეტეს ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს ხანდახან "ნამდვილ გვიმრებს" უწოდებენ. მათ ეზრდებათ "ჭიის თავები" (გვიმრის სპირალურად დახვეული ნორჩი ფოთოლი), რომელიც იშლება და ფართოვდება დატოტვილი ფოთლის სახით.
"გვიმრები" აქ განსაზღვრულია, როგორც "erns sensu lato", რომელიც წარმოადგენს ყველა"მონილოფიტს". მონილოფიტები მოიცავს როგორც "ლეპტოსპორანგიან გვიმრებს" ასევე " ეუსპორანგიან გვიმრებს", ეს უკანასკნელი თავად მოიცავს "გვიმრებს" გარდა "ნამდვილი გვიმრებისა". შვიტები, ველის გვიმრები, მარატიული გვიმრები და გველისენისებრი გვიმრები. პტერიდოფიტები ჩვეულებისამერ წარმოადგენენ უთესლო ვასკულარულ მცენარეებს და მათ შორის დომინირებენ მონილოფიტები (ქვემოთ იხილეთ "კლასიფიკაცია და ევოლუცია"), თუმცა ბოლო დროის ზოგიერთი ავტორი მათ მკაცრად მონილოფიტებს მიაკუთვნებს.
გვიმრები განმარხებში პირველად 360 მილიონი წლის წინ ჩნდება გვიან დევონურ პერიოდში, მაგრამ ბევრი თანამედროვე ოჯახი და სახეობა არ გამოჩენილა ადრეულ ცარცულ პერიოდამდე - 145 მილიონი წლის წინ- სანამ ყვავილოვანმა მცენარებმა არ დაიწყეს დომინირება გარემოში. გვიმრა Osmunda claytonianais პირველხარისხოვანი მაგალითია ევოლუციური სტაგნაციისა. პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვიით იგი უცვლელი რჩება, მიუხედავავდ იმისა, რომ გაქვავებული ბირთვისა და ქრომოსომების დონე 180 მილიონ წელს ითვლის.
გვიმრებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მნიშვნელობა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აგროვებენ საკვებისთვის ან სამედიცინო თვალსაზრისით, გასაფორმებლად დალევის საგნად იქცნენ იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ატმოსფეროს გაწმენდა ზოგიერთი ქიმიური დამაბინძურებლისგან. ზოგიერთი გვიმრა განსაკუთრებულ სარეველას წარმოადგენს. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მითოლოგიასა და ხელოვნებაში.
აღწერა
სიცოცხლის ციკლი
გვიმრები ვასკულარული მცენარეები არიან, რომლებიც განსხვავდებიან ლიკოფიტებისგან ნამდვილი ფოთლების ქონით (მეგაფილები), რომლებიც ხშირად ბუმბულისებრია. ისინი განსხვავდებიან თესლიანი მცენარეებისგან (შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები) მათი ყვავილებისა და თესლების საშუალებით გამრავლების შეზღუდული უნარით. როგორც ყველა ხმელეთის მცენარეს, მათაც გააჩნიათ სიცოცხლის ციკლი, რომელსაც თაობათა ცვლა ეწოდება, ისინი ხასიათდებიან დიპლოიდური სპოროფიტისა და ჰაპლოიდური გამეტოფიტის ფაზების მონაცვლეობით. დიპლოიდ სპოროფიტს გააჩნია 2n დაწყვილებული ქრომოსომა, სადაც n იცვლება სხვადასხვა სახეობებში. ჰაპლოიდურ გამეტოფიტს გააჩნია n დაუწყვილებელი ქრომოსომა, ე.ი. სპოროფიტების რიცხვის ნახევარი. გვიმრის გამეტოფიტი თავისუფლად-მცხოვრები ორგანიზმია, სადაც შიშველთესლოვანთა და ფარულთესლოვანთა გამეტოფიტი სპოროფიტზეა დამოკიდებული.
ტიპიური გვიმრის სიციცხლის ციკლის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
დიპლოიდური სპოროფიტის ფაზა აწარმოებს ჰაპლოიდის სპორებს მეიოზით (უჯრედების დაყოფის პროცესი, რომელიც ამცირებს ქრომოსომების რაოდენობის ნახევარს).
სპორა იზრდება ჰაპლოიდურ გამეტოფიტად მიტოზით (უჯრედის დაყოფის პროცესი, რომელიც ინარჩუნებს ქრომოსომების რაოდენობას). გამეტოფიტი, როგორც წესი, შეიცავს ფოტოსინთეზურ პროთალუსს (პროთალომი).
გამეტოფიტი წარმოშობს გამეტებს (ხშირად ორივეს - სპერმასაც და კვერცხებსაც ეღტსა და იმავე პროთალუსზე) მიტოზის საშუალებით.
მოძრავი, შოლტიანი სპერმა ანაყოფიერებს კვერცხ, რომელიც დამაგრებული რჩება პროთალუსზე.
განაყოფიერებული კვერცხი არის დიპლოიდი ზიგოტა და იზრდება მიტოზის მეშვეობით დიპლოიდურ სპოროფიტამდე (ტიპიური "გვიმრა" მცენარე).
მორფოლოგია
ისევე როგორც თესლოვანი მცენარეების სპოროფიტები, გვიმრებიც შედგებიან ღეროებისგან, ფოთლებისგან და ფესვებისაგან.
ღეროები: გვიმრების ღეროებს ხშირად "რიზომებს" უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ქვეშ მხოლოდ რამდენიმე სახეობა იზრდება. ეპიფიტურ და ხმელეთის სახეობებს მიწის ზემოთ ეზრდებათ მცოცავი სტოლონები (მაგ. Polypodiaceae) და ბევრი ჯგუფები (მაგ. Cyathea brownii ნორფოლკის კუნძულზე და Cyathea medullaris ახალ ზელანდიაში).
ფოთოლი: მწვანე, მცენარის ფოტოსინთეთიკური ნაწილი ტექნიკურად მეგაფილურია და გვიმრებში მათ ხშირად რთულ ფოთოლსაც უწოდებენ. ახალი ფოთლები ჩვეულებისამებრ იშლებიან მკვრივი სპირალის - "ეპისკოპოსის კვერთხივით ჩახვეული" ან "ვიოლინოსთავა გვიმრა" - ხვეულიდან სწორ მდგომარეობაში მოსვლით. ფოთლის ასეთ გაშლას "ცირკულირებადი მწვერვალი" ეწოდება ფოთლები იყოფა ორ ტიპად - ტროფოფილი და სპოროფილი. ანთროპოფილი რთული ფოთლები ჩვეულებრივი, თესლოვანი ბალახოვანი ფოთლების ანალოგიურია. ჩვეულებრივი თესლოვანი მცენარეების ფოთლები არ აწარმოებენ სპორებს, არამედ მხოლოდ საქარიდებს ფოტოსინთეზის საშუალებით. სპოროფილის რთული ფოთოლი ნაყოფიერი ფოთოლია, რომლისგანაც ჩნდება სპორები სპორანგიებში, რომლებიც ჩვეულებისამებრ შეჯგუფებულია სორუსის შსაქმნელად. ზოგიერთ სხვა ჯგუფში ნაყოფიერი ფოთლები მეტად ვიწროა ვიდრე სტერილური ფოთლები, და შსაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს მწვანე ქსოვილი (მაგ. Blechnaceae, Lomariopsidaceae). გვიმრის ფოთლების ანატომია შესაძლებელია იყოს ან მარტივი ან ძალიან დაყოფილი. ხე-გვიმრებში მთავარ ღეროს (ტანი), რომელიც უერთდება ფოთლებს ყუნწით (მას მთავარი ღერო, იგივე რაქისი ეწოდება) ხშირად ბევრი ფოთლები აქვს. ფოთლოვანი სტრუქტურები, რომელიც იზრდება მთავარ ღეროზე (რაქისზე) ცნობილია, როგორც "პინა" (ფრთართული ფოთლის ფოთოლაკი) და ხშირად ისევ პატარა ფოთოლაკებადაა დაყოფილი.
ფესვები: მიწისქვეშა არაფოტოსინთეტური სტრუქტურები, რომლებიც წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან იღებენ. ისინი ყოველთვის ბოჭკოვანები არიან და სტრუქტურულად ძალიან ჰგავნან თესლოვან მცენარეთა ფესვებს.
გვიმრებსი გამეტოფიტები ძალიან განსხვავდებიან თესლოვან მცენარეთა გამეტოფიტებისაგან. ისინი ღვიძლის ხავსებს უფრო მოგვაგონებენ. გვიმრის გამეტოფიტი ჩვეულებისამებრ შედგება:
პროთალუსი: მწვანე, ფოტოსინთეტური სტრუქტურა, რომლის სისქეც ერთი უჯრედის სისქისაა, ხშირად გულის ან ღვიძლის ფორმა აქვს, სიგრძით 3-10 მმ-ია და სიგანით 2-8 მმ. პროთალუსი აწარმოებს (გამოიმუშავებს) გამეტებს ანთერიდიების საშუალებით.
ანთერიდიუმები: მცირე სფერული სტრუქტურები რომელიც აწარმოებს შოლტიან სპერმას.
არქეგონიუმი: კოლბის ფორმის სტრუქტურა, რომელიც აწარმოებს (წარმოქმნის) ერთ კვერცხს ფსკერზე, რომელსაც აღწევს სპერმა მიცურავს რა ყელში ქვემოთ.
რიზოიდები: ფესვის მსგავსი სტრუქტურები (არანამდვილი ფესვები), რომლები შედგებიან ცალკეული, ძალიან წაგრძელებული უჯრედებისგან, წყლისგან და მინერალებისგან, რომელიც მთელი სტრუქტურის მიერ შეიწოვება. რიზოიდები პროთალუსს ამაგრებენ ნიადაგზე.
კლასიფიკაცია და ევოლუცია
იხილეთ აგრეთვე: გვიმრის ოჯახების სია List of fern families
გვიმრები პირველად ადრეული კარბონული პერიოდის განმარხებში გვხვდება. ტრიასულ პერიოდში გვიმრების პირველი მტკიცებულება დაკავშირებულია რამდენიმე თანამედროვე ოჯახების გამოჩენასთან. "გვიმრების დიდი გავრცელება (რადიაცია)" მოხდა გვიან ცარცულ პერიოდში, როდესაც გვიმრების ბევრი თანამედროვე ოჯახი პირველად გამოჩნდა.
"გვიმრები" ტრადიციულად კლასიფიცირდებოდნენ "Filices" კლასში, მაგრამ თანამედროვე კლასიფიკაციები მას მიაკუთვნებენ საკუთარ ტიპს, ე.წ. მცენარეთა სამეფოს განყოფილებას, რომელსაც "Pteridophyta"-ს ან "Filicophyta"-ს სახელს უწოდებენ. "Polypodiophyta"-ს ასევე ტაქსონს უწოდებენ ან თუ მას განიხილავენ ტრაქეოფიტას (ვასკულარული მცენარე) ქვეგანყოფილებად - "Polypodiopsida", თუმცა ეს სახელი ხანდახან ლეპტოსპორანგიულ გვიმრებს მიაკუთვნებენ. ტრადიციულად ყველა ვასკულარული მცენარე, რომლებიც აწარმოებენ სპორებს, არაფორმალურად მოიხსენება, როგორც "Pteridophytes", რომელიც ტერმინის - "გვიმრები და გვიმრათა გაერთიანებები" - სინონიმად იქცა. ეს შესაძლებელია დამაბნეველი იყოს, რადგანაც "Pteridophyta"-ს ტიპის წევრები აგრეთვე "Pteridophyta"-ად მოიხსენებიან (sensu stricto).
ტრადიციულად სამი ცალკეული ჯგუფი იქნა "გვიმრებად" მოხსენებული: ორი ჯგუფი ეუსპორანგიული გვიმრებია, Ophioglossaceae-ს (გველის ენები, გვიმრა მარგალიტები და მტევანა გვიმრები) და Marattiaceae-ს ოჯახები. და მესამე - ლეპტოსპორანგიული გვიმრები. Marattiaceae ტროპიკული გვიმრების პრიმიტიული ჯგუფია ფართე, ახალი რიზომებით და დღესდღეობით ლეპტოსპორანგიული გვიმრების მოძმე ტაქსონად მიიჩნევა. რამდენიმე სახეობის სხვა ჯგუფები მიიჩნევა "გვიმრათა გაერთიანებებად" - ლიკოპოდიუმები, სელაგინელა ლიკოფოდიუფიტებში. ფსილოტუმი (სათქვეფელა გვიმრები) - Psilotaceae-ში და შვიტები - Equisetaceae-ში. ბოლო დროის გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მეტად დაშორებულნი არიან სხვა ვასკულარულ მცენარეებისგან. მაშინ, როცა მათ განიცადეს ევოლუცია ვასკულარული მცენარეების ჯგუფის საწყისებთან, მაშინ როდესაც სათქვეფელა გვიმრები და შვიტები იმდენად "ნამდვილი გვიმრებია" როგორც გველისენა გვიმრები და Marattiaceae-ები. სინამდვილეში სათქვეფელა გვიმრები და გველისენა გვიმრები ნათლად ერთი ჯგუფია და შვიტები და Marattiaceae (მარატიულები) სადაოა, რომ წარმოდგენდნენ ჯგუფს. მოლეკულარული მონაცემები, რომლებიც ძველებურად სუსტად შეზღუდული რჩება მცენარეთა ფილოგენების ბევრ ნაწილში, შევსებული იქნა უახლესი მორფოლოგიური დაკვირვებებით, რასაც მხარს უჭერს შვიტასნაირების გვიმრებში შეყვანა, რაც ძირითადად მათი სპერმისა და ფესვების განსხვავებულობასთანაა დაკავშირებული. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შვიტასებრნის იგივე გენში შეტანის თაობაზე. (იხილეთ შემდგომი განხილვა). ერთ-ერთი გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ლეპტოსპორანგიულ გვიმრებს ვუწოდოთ "ნამდვილი გვიმრები", მაშინ როცა დანარჩენ სამ ჯგუფს ვუწოდებთ "გვიმრების გაერთიანებებს". პრაქტიკაში უამრავი საკლასიფიკაციო სქემები იქნა შემოთავაზებული გვიმრებისა და გვიმრათა დაჯგუფებებისათვის და ამ მცდელობაში რაღაც კონსესუსიც გამოვლინდა.
ლეპტოსპორანგიულ გვიმრებს ხანდახან "ნამდვილ გვიმრებს" უწოდებენ. ეს ჯგუფი მოიცავს ბევრ მცენარეს, რომელთა უმრავლესობაც გვიმრების სახელითაა ცნობილი. თანამედროვე კვლევები მეტად ადრეულ იდეებს უჭერენ მხარს, რომელიც ეფუძნება იმ მორფოლოგიას, რომ ოსმუნდასებრნი ევოლუციის ადრეულ პერიოდში გამოეყვნენ ლეპტოსპორანგიულ გვიმრებს. გარკვეულწილად ეს ოჯახი გარდამავალია ეუსპორანგიატ გვიმრებსა და ლეპტოსპორანგიულ გვიმრებს შორის. რაი და გრაჰამის (2010) წლის კვლევებით 2006 წლიდან კლასიფიკაცია ფართოდ უჭერს მხარს პირველად ჯგუფებს, მაგრამ ეჭვის ქვეშ აყენებს მათ კავშირს, ასკვნის რა, რომ "ყველაზე საუკეთესო, რაც დღესდღობით შეგვიძლია ვთქვათ მონილოფითების მთავრ განშტოებებს შორის ურთიერთობებზე არის ის, რომ ჩვენ არ ვიცნობთ მათ ძალიან კარგად". Grewe et al. (2013) (გრუი და სხვ.)-მა დაამტკიცეს, რომ შვიტები ეკუთვნიან გვიმრებს ფართო გაგებით, მაგრამ ასევე მოიაზრებენ, რომ დარჩა გაურკვევლობები მათთვის ზუსტი ადგილის მინიჭებისთვის.
გვიმრებისა და ლიკოპოდიოფიტების ლიკოპოდიუმების ბოლო კლასიფიკაციისთვის იხილეთ: Christenhusz and Chase (2014).
2006 წლის მოხსენებაში სმიტმა და სხვ. შემოგვთავაზა კლასიფიკაცია, რომელიც ეფუძნება ფილოგენიას, რომელიც ყოფს დღეისათვის არსებულ გვიმრებს ოთხ კლასად:
Psilotopsida (Whisk Ferns (სათქვეფელასებრი გვიმრები) და Ophioglossoid Ferns (გველისენა გვიმრები)), დაახლოებით 92 სახეობა.
Equisetopsida (Horsetails) (შვიტები), დაახლოებით 15 სახეობა.
Marattiopsida, დაახლოებით 150 სახეობა.
Polypodiopsida (Leptosporangiate Ferns)(ლეპტოსპორანგიული გვიმრები), 9000 სახეობაზე მეტი.
სხვა უახლესმა კლასიფიკაციებმა გველისენები მეხუთე კლასს მიაკუთვნეს, დაყვეს რა სათქვეფელა გვიმრები და გველისენა გვიმრები.
გვიმრების კლასიფიკაციის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ფარული (კრიპტო) სახეობების არსებობა. "ფარული სახეობები" არის ის სახეობები, რომელიც მორფოლოგიურად სხვა სახეობათა მსგავსია, მაგრამ განსხვავდება გენეტიკურად იმ მხრივ, რომ ის ხელს უშლის ნაყოფიერ შეჯვარებას. ამის კარგი მაგალითია Asplenium trichomanes-ის (თმისებრი გვიმრუჭები) აღნიშნული სახეობები. ეს მართლაც სახეობათა კომპლექსია, რომელიც შეიცავს განსხვავებულ დიპლოიდურ და ტეტრაპლოიდურ რასებს. არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ გაუგებარი მორფოლოგიური განსხვავებები ამ ორ ჯგუფს შორის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა საცხოვრებელ გარემოს. ბევრ შემთხვევაში, მაგალითად სახეობათა კომპლექსები დანაწევრებულ იქნენ ცალკეულ სახეობებად. ამით იზრედებოდა გვიმრათა სახეობების რაერთო რიცხვი. შესაძლებელია უფრო მეტი ფარული სახეუბები ჯერ კიდევ აღმოსაჩენი და აღსანიშნია.
ფილოგენია
სმიტი და სხვ. 2006 წლის ცოცხალი გვიმრების ჯგუფების კლასიფიკაცია ეფუძნება უახლეს მოლეკულარულ სისტემატიურ სწავლებებს მორფოლოგიურ მონაცემებთან ერთად. მათი ფილოგენია რიგ კვლევათა კონსესუსია და ბოლო წლების განმავლობაში მეტად დაიხვეწა და მოცემულია ქვემოთ (რიგების დონეები).
ეკოლოგია
ის სტერეოტიპული წარმოდგენა იმისა, რომ გვიმრები იზრდებიან დაბურულ ნესტიან ტყეებში, მსაკმაოდ შორს დგას იმ საცხოვრებელი გარემოს სრული სურათიდან, სადაც შესაძლებელია, რომ შევხვდეთ მათ. გვიმრის სახეობებს შეიძლება შევხვდეთ სრულიად განსხვავებულ საცხოვრებელ ადგილებში დაწყებული - შორეული მაღალმთიან ადგილებში, მშრალ უდაბნოებში, წყალსატევებთან და ღია მინდვრებში. გვიმრები ზოგადად შეიძლება განვიხილოთ როგოორც სპეციალისტები მარგინალურ გარემო პირობებში, რომლებიც ხშირად წარმატებულად ეთვისებიან ისეთ მრავალფეროვან გარემო ფაქტორებს, სადაც ყვავილოვან მცენარეთა წარმატებულად გავრცელება შეზღუდულია. ზოგიერთი გვიმრა მსოფლიოში ყველაზე სარეველა სახეობითაა ცნობილი, მათ შორის არის ეწრის გვიმრა, რომელიც შოტლანდიის მთიანეთში იზრდება, ან კიდევ კოღოს გვიმრა (Azolla), რომელიც ტროპიკულ ტბებში იზრდება. ორივე სახეობა ქმნის აგრესიულად მოდებულ კოლონიებს. არსებობს ოთხი ტიპიური გარემო, სადაც ვხვდებით გვიმრებს: ნოტიო, დაბურული ტყე; კლდის ნაპრალები, განსაკუთრებით კი როცა ისინი მზისან სრულად დაფარულნი არიან; მჟაური ჭაობები; და ბოლოს, ტროპიკული ხეები, სადაც ბევრი სახეობა ეპიფიტებს წარმოადგენს (დაახლოებით გვიმრების ყველა სახეობების სამი მეოთხედი ნაწილი).
განსაკუთრებით ეპიფიტური გვიმრები აღმოჩნდნენ უამრავ უხერხემლოთა მასპინძლები. ვარაუდის მიხედვით, ტროპიკული ტყის ერთ ჰექტარზე, მხოლოდ ჩიტის ბუდე გვიმრებში უხერხემლოთა მთელი ბიომასის ნახევარზე მეტია.
ბევრი გვიმრები დამოკიდებულია მიკორიზა (სოკოფეხიანი) სუკოების ჯგუფებზე. ბევრი გვიმრა მხოლოდ განსაკუთრებული დიაპაზონის pH გარემოში იზრდება. მაგალითად, ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთის მცოცავი გვიმრა (Lygodium palmatum) მხოლოდ ნოტიო, ინტენსიურად მჟაურ ნიადაგზე იზრდება, მაშინ, როცა ბოლქვა-ბუშტი გვიმრა (Cystopteris bulbifera) გადაჭარბებულად შეიძლება ვნახოთ მხოლოდ კირქვებზე.
სპორები მდიდარია ლიპიდებით, ცილებითა და კალორიებით. ამიტომ ზოგიერთი ხერხემლიანი საკვებად ეტანება გვიმრებს. აღმოჩნდა, რომ ევროპული ხის თაგვი (Apodemus sylvaticus) ჭამს Culcita macrocarpa-ს სახეობის გვიმრის სპორებს. ასევე ახალ ზელანდიური მცირე მოკლეკუდიანი ღამურაც (Mystacina tuberculata) გვიმრის სპორებით იკვებება.
გამოყენება
ეკონომიკური თვალსაზრისით გვიმრები არ არიან ისეთი მნიშვნელოვანნი, როგორც თესლიანი მცენარეები, მაგრამ ზოგიერთ საზოგადიებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევიან. ზოგიერთი გვიმრები გამოიყენება საკვებში, მათ შორის Pteridium aquilinum-ის (ეწერის გვიმრა), Matteuccia struthiopteris-ის (სირაქლემა გვიმრა) და Osmundastrum cinnamomeum-ის (დარიჩინის გვიმრა) სპირალურად დახვეული ნორჩი ფოთლები. Diplazium esculentum ასევე გამოიყენება საკვებში ტროპიკებში მცხოვრები სახვადასხვა ხალხის მიერ (მაგალითად ბრუნეული ტრადიციული სამზარეულოს კერძში -ბუდუ პაკის). Ptisana salicina-ს (მეფე გვიმრა) გორგლები ტრადიციულ საკვებს წარმოადგენს ახალ ზელანდიასა და სამხრეთ წყნარ ოკეანეთსი. გვიმრის გორგლები საკვებად გამოიყენებოდა ევროპაში 30000 წლის წინათ. გუანჩები გვიმრის გორგლებს გამოიყენებდნენ კანარეის კუნძულებზე გადასაზიდად. გვიმრები ადამიანებისთვის არ არიან მომწამლავნი. Licorice გვიმრის რიზომებს არომატისთვის ღეჭავდნენ ჩრდილო-დასავლეთ წყნარი ოკეანის კუნძულების მაცოვრებლები.
Azolla-ს გვარის გვიმრები ძალიან პატარები, მცურავი (მოტივტივე) მცენარეებია, რომლებიც არ წააგავნან გვიმრებს. უწოდებენ რა კოღოს გვიმრებს, მათ გამოიყენებენ როგორც ბიოლოგიურ სასუქს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბრინჯის მოყვანისთვის, სარგებლობენ რა მისი იმ შესაძლებლობით, რომ მათ შეუძლიათ აზოტის იმ რაოდენობის მიღება ატმოსფეროდან, რომ ამით სარგებლობა შესძლონ სხვა მცენარეებმა.
ბევრნაირი გვიმრა გამოიყენება მებაღეობაში როგორც ლანდშაფტური მცენარე, ფოთლოების საჭრელად და როგორც ოთახის მცენარეები, განსაკუთრებით კი ბოსტონური გვიმრა (Nephrolepis exaltata) და Nephrolepis-ის გვარის სხვა წევრები. ჩიტის ბუდის გვიმრა (Asplenium nidus) ისევე პოპულარულია, როგორც ირმის რქა გვიმრები (Platycerium გვარი). მრავალწლიან (აგრეთვე ცნობილია, როგორც გამძლე) გვიმრებს რგავენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბაღებში. ზოგიერთი გვიმრა წარმოადგენს სარეველებს ან ინვაზიურ სახეობებს, რომელთა შორისაცაა იაპონური მცოცავი გვიმრა (Lygodium japonicum), კოჭო გვიმრა და მგრძნობიარე გვიმრა (Onoclea sensibilis). გიგანტური წყლის გვიმრა (Salvinia molesta) აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე ცუდი წყლის მცენარეა. მნიშვნელოვანი ნამარხი საწვავი შიცავს პრიმიტიული მცენარეების, მათ შორის გვიმრების ნაშთებს.
გვიმრები შესწავლილია და მიჩნეულია, რომ მათი საშუალებით ნიადაგიდან გამოიდევნება მძიმე ლითონები, განსაკუთრებით დარიშხანი. სხვა გვიმრები ზოგიერთი ეკონომიკური მნიშვნელობით შეიცავს:
Dryopteris filix-mas (მამრობითი გვიმრა) გამოიყენება ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად აშშ-ს ფარმაკოლოგიაში. აგრეთვე, მას შემდეგ, რაც ეს გვიმრა შემთხვევით გაიზარდა ბოთლში, ნათანიელ ბეგშოუ უორდმა 1829 წელს გამოიგონა ტერარიუმი, იგივე უარდის ყუთი.
Rumohra adiantiformis (ყვავილის გვიმრა), ფართოდ გამოიყენება ფლორისტიკაში.
Microsorum pteropus (იავური გვიმრა), ერთ-ერთი ყველაზე პუპოლარული მტკნარი წყლის აკვარიუმის მცენარე.
Osmunda regalis (სამეფო გვიმრა)-ის და Osmunda cinnamomea (დარიჩინის გვიმრა)-ის ფესვის ბოჭკო გამოიყენება მებაღეობასი. O. Cinnamomea-ს სპირალურად დახვეული ნორჩი ფოთლები აგრეთვე გამოიყენება, როგორც საკვები (მოსამზადებელი) ბოსტნეული.
Matteuccia struthiopteris (სირაქლემას გვიმრა)-ს სპირალურად დახვეული ნორჩი ფოთლები აგრეთვე გამოიყენება, როგორც საკვები (მოსამზადებელი) ბოსტნეული ჩრდილოეთ ამერიკაში.
Pteridium aquilinum ან Pteridium esculentum (ეწერის გვიმრა)-ის ნორჩი სპირალური ფოთლები იაპონიაში გამოიყენება მოსამზადებელი ბოსტნეულის სახით და აგრეთვე მიიჩნევა მუჩლის ღრუს სიმსივნურ დაავადებათა გამომწვევად, ასევე იაპონიაში. სოფლის მეურნეობაში კი იგი მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეველაა, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის მაღალმთიანეთში და იგი აგრეთვე ხშირად წამლავს საქონელსა და ცხენებს.
Diplazium esculentum (ბოსტნეული გვიმრა) ადგილობრივი თემებისთვის საკვებს წარმოადგენს.
Pteris vittata (ეწერის გვიმრა) ნიადაგიდან შეიწოვს დარიშხანს.
Polypodium glycyrrhiza (ლიკორიცის გვიმრის) ფესვებს სასიამოვნო გემოსთვის ღეჭენ.
ზოგიერთ ტროპიკულ მხარეში ხის გვიმრას გამოიყენებენ, როგორც საშენ მასალას.
Cyathea cooperi (ავსტრალიური ხის გვიმრა) ჰავაიში მნიშვნელოვანი ინვაზიური სახეობაა.
Ceratopteris richardii-ს - სწავლებისა და კვლევისთვის მოდელი მცენარე - ხშირად C-გვიმრას უწოდებენ.
კულტურა
პტერიდოლოგია
გვიმრებისა და სახვა პტერიდოფიტების შესწავლას პტერიდოლოგია ეწოდება. პტერიდოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის პტერიდოფიტებს მეტად ფართოდ, მათ შორის მეტად დაშორებულ ლიკოფიტებს.
პტერიდომანია
"პტერიდომანია" არის ვიქტორიანული ეპოქის ტერმინი, რომელიც გამოიყენება გვიმრების შეგროვებით გატაცების ასაღწერად, ასევე დეკორატიულ ხელოვნებაში, მათ შორის თიხის, შუშის, ლითონის, ტექსტილის, ხის, ნაბეჭდი ქაღალდისა და ქანდაკების დამუშავებისას გვიმრების მოტივების გამოყენების გატაცების დახასიათებისთვის. პტერიდომანების შემოქმედებაში გვიმრები არის ყველგან - ნათლობის საჩუქრებიდან დაწყებული, საფლავის ქვებით დამთავრებული. "სახლის პირობებში გვიმრების გაზრდის მოდამ მიგვიყვანა უარდის ყუთის - მინის (მოჭიქული) კარადის - შექმნამდე, რომელიც გამორიცხავდა ჰაერის დაბინძურებას და უზრუნველყოფდა საჭირო ტენიანობას".
გვიმრების გამომშრალი ფორმა აგრეთვე გამოიყენებოდა სხვადასხვა სახეობის ხელოვნებაში, როგორც ტრაფარეტის სახით, ასევე გაფორმებაში პირდაპირ მელნით დაფერვით. ბუნების ბეჭდვით სახეობაში გადმოტანის შესამჩნევი მაგალითებია ბოტანიკური ნამუშევრები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გვიმრები. ეს პროცესი დააპატენტა მხატვარმა და გამომცემელმა ჰენრი ბრედბერიმ, რომელმაჩ ნიმუში დაიტანა თყვიის ფირფიტაზე. ამ ხელოვნების პირველი დემონსტრაცია გამოსცა ალოის აუერმა თავის "ბუნების ბეჭდვითი პროცესის აღმოჩენა"-ში.
ფოლკლორი
გვიმრები ფიგურირებს ფოლკლორში. მაგალითად ლეგენდებში მითიურ ყვავილებსა და თესლებზე. როგორც სლავურ ფოლკლორში მოისაზრება გვიმრები წელიწადში ერთხელ ყვავიან - ივან კუპალას ღამეს. აგრტვე მოიაზრება რომ წარმოუდგენელია გვიმრის ყვავილის ნახვა, თუმცა ვინც მას ნახავს მთელი ცხოვრების მანძილზე გარანტირებულად ექნება ბედნიერება და სიმდიდრე. მსგავსად ამისა, ფინური ტრადიციის მიხედვით, ის ვინც ნახავას შუა ზაფხულის ღამეს მოყვავილე გვიმრის "თესლს", შესძლებს თავისი სურვილის მიხედვით უჩინრად იმოგზაუროს იმ ადგილებში სადაც მუდმივად ციმციმებს დამალული საგანძური. ეს საგანძური დაცულია ჯადოსნური შელოცვებით და მხოლოდ ამ გვიმრის თესლის მფლობელს შეუძლია ამ ადგილის მიგნება.
ორგანიზმები, რომლებიც ხშირად ერევათ გვიმრებში
არასწორად არმული სახელები
ზოგიერთ არა-გვიმრა მცენარეს (ცხოველებსაც კი) უწოდებენ "გვიმრებს" და ხანდახან ისინი ნამდვილ გვიმრებში ეშლებათ. სენი არიან:
"სატაცური გვიმრა" - ეს შეიძლება ვრცელდებოდეს სატაცურის მონოკოტილედონის გვარის ერთ ან რამდენიმე სახეობაზე, რომლებიც ყვავილოვან მცენარეებს წარმოადგენენ.
"ტკბილი გვომრები" - Comptonia-ს გვარის ყვავილოვანი ბუჩქი.
"ჰაერის გვიმრა" - ცხოველთა ჯგუფს ეწოდებათ ჰიდროიდულნი, რომლებიც შორეულ კავშირში არიან მედუზებთან და მარჯნებთან. მათ აგროვებენ, აშრობენ, ღებავენ მწვანედ და ყიდიან, როგორც "მცენარეს", რომელიც "ცოცხლობს ჰაერზე". მიუხედავად იმისა, რომ ის ჰგავს გვიმრას, ის მხოლოდ კოლონიური ცხოველის ჩონჩხია.
"გვიმრის ბუჩქი" Chamaebatiaria millefolium, ვარდისებრთა ოჯახის ბუჩქი გვიმრის მსგავსი ფოთლებით.
გვიმრის მსგავსო ყვავილოვანი მცენარეები
ზოგიერთი ისეთი ყვავილოვანი მცენარე, როგორებიცაა პალმები და სტაფილოსებრთა ოჯახის წარმომადგენლები, გააჩნიათ ფრთის მაგვარი ფოთლები, რომლებიც ცოტაოდენ წააგავნან გვიმრის ფოთლებს. თუმცა ამ მცენარეებს გააჩნიათ სრულად განვითარებული, ნაყოფში მოთავსებული თესლები და არა მიკროსკოპული სპორები.
იხილეთ აგრეთვე
British Pteridological Society - ბრირანეთის პტერიდოლოგიული საზოგედოება
Chirosia betuleti - გვიმრის გალი (პათოლოგიური წარმონაქმნი).
Fern spike - გვიმრის თავთავი
Fern sports - გვიმრის სპორტი
Silver fern flag - ვერხცლისფერი გვიმრის დროშა